ახალი AI სისტემა პოლიტიკოსების მიერ მობილურების გამოყენების დროს აკონტროლებს
ბელგიაში მცხოვრებმა დეველოპერმა, დრის დეპორტერმა, შექმნა ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტი, რომელიც ითვლის, სხდომებსა თუ შეხვედრებზე რა დროს უთმობენ პოლიტიკოსები თავიანთ ტელეფონებს.
Flemish Scrollers-ად წოდებული საშუალება, Python-ზეა შექმნილი და იყენებს სახის ამომცნობ ტექნოლოგიას.
პარლამენტის სხდომა პირდაპირ ეთერში გადაიცემა YouTube-არხზე, რა დროსაც კოდი იყენებს სახის ამომცნობ ტექნოლოგიას, პოლიტიკოსის ვინაობის დასადგენად და შემდეგ თვალ-ყურს ადევნებს იმას, თუ რა დროს ხარჯავს ის სმარტფონების ეკრანის თვალიერებაში, მთელი სხდომის განმავლობაში.
ამის შემდეგ Flemish Scrollers სოციალური მედიის პლატფორმებზე გადადის (მაგ. Twitter, Instagram) და კონკრეტული პოლიტიკოსების მოკლე ვიდეოებს დებს, სადაც ასახულია, თუ როგორ მოიხმარენ ისინი შეხვედრის დროს მობილურ ტელეფონებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ინსტრუმენტი იყენებს სოციალურ ქსელებში არსებულ მონიშვნის ფუნქციას და ვიდეოს დადების დროს ნიშნავს იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ვიდეოზე არიან ასახული.
მართალია, ინსტრუმენტი სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, მაგრამ საზოგადოების ყურადღება მალევე მიიპყრო.
"საზოგადოების უმრავლესობა პოზიტიურადაა განწყობილი ამ პროექტის მიმართ, ნეგატიური კომენტარები მხოლოდ პოლიტიკოსებისაგან მოდის", — განაცხადა პროექტის ავტორმა, დრის დეპორტერმა.
კომენტარები