ნახეთ: მწერის ზომის რობოტები ლაბირინთში განსაკუთრებული სისხარტით გადიან
პატარა რობოტებს 55 კილოგრამიანი ადამიანის დაბიჯების შემდეგაც კი შეუძლიათ გადარჩენა
ახლახანს ბერკლიში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტის ინჟინრებმა ობობებზე შესამჩნევი სპეციალიზებული წებოვანი საფეხურების უკან მდგარი პრინციპი გამოიყენეს მწერის მასშტაბის რობოტის შესაქმნელად, რომელსაც კომპლექსური ლანდშაფტის გადაკვეთა და მოულოდნელი დაბრკოლებების თავიდან არიდება შეუძლია. პრინციპს ელექტროსტატიკური ადჰეზია ეწოდება და ძალიან მოქნილ რობოტს ქმნის, რომელსაც მიმართულების უეცარი ცვლილება და ღერძის გარშემო ბრუნვა შთამბეჭდავი სისწრაფითა და მოქნილობით შეუძლია.
მკვლევართა ჯგუფის წევრებმა რობოტს ორი ელექტროსტატიკური საფეხური დაამატეს და ელექტრული ძაბვა მიუერთეს. ძაბვა საფეხურსა და ზედაპირს შორის ელექტროსტატიკურ ძალას ზრდის, რის შედეგადაც საფეხური უფრო მტკიცედ ეკრობა და რობოტის დანარჩენ ნაწილს ფეხის გარშემო შემობრუნებას აიძულებს. ამან ინჟინრებს საშუალება მისცა, მისი მოძრაობის დიდი სისწრაფისდა მიუხედავად უკეთ ეკონტროლებინათ იგი.
"რობოტის თავდაპირველი ვერსია ძალიან, ძალიან სწრაფად მოძრაობდა, მაგრამ მიმართულებას ვერ ვაკონტროლებდით, დროის ძირითად ნაწილს უსისტემოდ მოძრაობას უთმობდა. თუ, მაგალითად, რობოტი არ იყო სიმეტრიული — იგი ერთ მხარეს გადაიხრებოდა. ამ სამუშაოს უმთავრესი ინოვაციურობა საფეხურების დამატებაში მდგომარეობს, რამაც რობოტს ძალიან სწრაფად შებრუნების საშუალება მისცა", — თქვა ბერკლიში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტის მექანიკური ინჟინერიის პროფესორმა, ლივეი ლინმა.
რობოტი ასევე უაღრესად მძლავრია, ვინაიდან ადამიანის დაბიჯებას შეუძლია გაუძლოს. ასეთი ტიპის რობოტები იდეალურია სამძებრო-სამაშველო სამუშაოების წარმართვისა თუ სხვა ისეთი სახიფათო გარემოებების გამოძიებისას, სადაც ადამიანებმა სიცოცხლე არ უნდა გარისკონ.
ასეთი მისიებისათვის მკვლევრებმა პატარა რობოტების ბატარიის ძალაზე მომუშავე ვერსია წარმოადგინეს, რომელსაც აირის სენსორთან ერთად მოძრაობისას 19 წუთის განმავლობაში, 31 მეტრის მანძილზე შეუძლია გასტანოს.
"დღევანდელობის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა უფრო პატარა მასშტაბის რობოტების შექმნაა, რომელიც უფრო დიდი რობოტების სიმძლავრესა და რეგულაციის უნარიანობას შეინარჩუნებს. უფრო დიდ მასშტაბიან რობოტებში დიდი ბატარიისა და საკონტროლო სისტემის მოთავსება პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ როდესაც ყველაფრის უფრო და უფრო მცირე მასშტაბამდე დაყვანას ცდილობთ, ამ ელემენტების წონა რობოტისათვის რთული სატარებელი ხდება და იგი მოძრაობას ანელებს. ჩვენი რობოტი ძალიან სწრაფია, საკმაოდ ძლიერი, და ძალიან მცირე ენერგიას მოითხოვს, რაც მას ბატარიასთან ერთად სენსორებისა და ელექტროაპარატურის ტარების საშუალებასაც აძლევს", — განაცხადა ლინმა.
კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალ ScienceRobotics-ში
კომენტარები