აფრიკაში მსოფლიოში სიდიდით მესამე ბრილიანტი იპოვეს
1 ივნისს, ბოტსვანაში, მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრილიანტი იპოვეს. აღმოჩენილი ბრილიანტი 1 098 კარატიანია, ეს კი მას სიდიდით მესამე ბრილიანტად აქცევს, რაც კი ოდესმე ადამიანებს უპოვიათ.
მასიური ქვა Jwaneng-ის მაღაროში, სამხრეთ ბოტსვანაში იპოვეს. ეს კონკრეტული მაღარო მსოფლიოში ყველაზე ღირებულად ითვლება. ბოტსვანა ბრილიანტების მოპოვებით აფრიკის ლიდერია და ზომით მეორე ბრილიანტიც სწორედ აქ 2015 წელს იპოვეს, მისი ზომა კი 1 111 კარატი იყო.
Debswana, კომპანია რომელიც ბრილიანტების მოპოვებითაა დაკავებული აცხადებს, რომ მათი მუშაობის 50 წლიანი ისტორიის განმავლობაში ეს ყველაზე დიდი მიღწევაა და ამ ზომის ბრილიანტი მათ აქამდე არ ამოუღიათ.
"ჩვენი წინასწარი შეფასებით ეს არის ზომით მსოფლიოს მესამე ძვირფასი ქვა, რომელიც აქამდე უპოვიათ", — განაცხადა Debswana-ს წარმოამდგენელმა.
ამ ძვირფასი ქვის ფასი ჯერ ზუსტად არ დაუდგენიათ, თუმცა, თითქმის იგივე ზომის, ნომერ მეორე, 1 111 კარატიანი ბრილიანტი 53 მილიონ დოლარად გაიყიდა.
კომენტარები