მასკის თქმით, Tesla ისევ მიიღებს ბიტკოინებს, თუმცა მხოლოდ ერთი პირობით
ილონ მასკმა კიდევ ერთხელ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება Tesla-სა და ბიტკოინების შესახებ და ამჟამად განაცხადა, რომ ელექტოენერგიაზე მომუშავე ავტომიბილების კომპანიაში მომხმარებლები კრიპტოვალუტით გადახდას ისევ შეძლებენ, თუმცა მხოლოდ კონკრეტული პირობის შესრულების შემთხვევაში.
როგორც CNBC იუწყება, მასკის განცხადებით, ბიტკოინის მოპოვების ინდუსტრიამ უნდა შეწყვიტოს ენერგო-ინტენსიური ოპერაციების წიაღისეული საწვავის წვის შედეგად მიიღებული ენერგიით მომარაგება და, სანაცვლოდ, ენერგიის უფრო სუფთა და გარემოსთვის მეგობრული წყაროები გამოიყენოს.
"როდესაც მაინერები ენერგიის დაახლოებით 50%-ს მაინც სუფთა წყაროებიდან მოიხმარენ, მსგავსი სამომავლო ტენდენციით, Tesla ისევ განაგრძობს ბიტკოინის ტრანზაქციების განხორციელებას", — დატვიტა მასკმა.
ერთი შეხედვით, ილონ მასკი თავისსა და Tesla-ს პოპულარობას იმისთვის იყენებს, რომ ბიტკოინის ინდუსტრია სწორი მიმართულებით წაიყვანოს, რაც მსოფლიოს მხოლოდ კარგს მოუტანს. მეორე მხრივ კი შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ ქმედებებით იგი კრიპტოვალუტაზე ცდილობს გავლენის მოხდენას, ეს უკანასკნელი კი, მეგა-მილიარდელის ახირებების გამო, ბოლო დროს მკვეთრ ცვლილებებს განიცდის.
მასკმა ამ საკითხთან დაკავშირებით აქამდე ბევრი განცხადება გააკეთა Twitter-ზე და კრიპტოვალუტაზე ეფექტის მოსახდენად თავისი ონლაინ გავლენაც გამოიყენა. Gizmodo აღნიშნავს, რომ მისი ტვიტის შემდეგ, 24 საათში, ბიტკოინის ფასმა 9.64%-ით მოიმატა.
მასკის არგუმენტი იმის შესახებ, რომ ბიტკოინის ინდუსტრიის უარყოფითი გავლენა გარემოზე კომპანია Tesla-ს არ უნდა უკავშირდებოდეს, ბრენდინგის გადმოსახედიდან, აზრს მოკლებული არაა. თუმცა, ბიტკოინი ყოველთვის ცუდ გავლენას ახდენდა გარემოზე, მაშინაც კი, როდესაც Tesla-მ პირველად გადაწყვიტა მისი მიღება და დიდი გულუბრყვილობა იქნება იმის დაჯერება, რომ მასკმა 4 თვის წინ ამის შესახებ არაფერი იცოდა.
კომენტარები