ილონ მასკისა და ბიტკოინის გზები გაიყო
Tesla-სა და SpaceX-ის CEO-მ, ილონ მასკმა დატვიტა, რომ კრიპტოვალუტა ბიტკოინს "შორდება". მასკის ტვიტები, როგორც წესი, კრიპტოვალუტების საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად აისახება და ეს შემთხვევაც არ ყოფილა გამონაკლისი. ტვიტიდან რამდენიმე საათში ბიტკოინის ფასი უკვე 5%-ით შემცირდა.
სხვა კრიპტოვალუტების ფასიც ეცემა, რაც 2021 წლის დასაწყისთან შედარებით ძალიან განსხვავებული მოცემულობაა. წლის დასაწყისში კრიპტოვალუტების ფასი ექსპონენციალურად იზრდებოდა.
წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ტესლას ავტომობილის შეძენა ბიტკოინშიც იქნებოდა შესაძლებელი. ეს დიდი ნაბიჯი იყო გლობალური ბრენდის მხრიდან, კრიპტოვალუტით ანგარიშსწორების დაშვების კუთხით. მეორე მხრივ კი, პოზიტიურად აისახა ბიტკოინის ფასზეც. თუმცა, რამდენიმე თვეში ილონ მასკმა განაცხადა, რომ კლიმატზე მავნე ზეგავლენის გამო, ელექტრო ავტომობილების მწარმოებელი კომპანია ბიტკოინებს აღარ მიიღებდა. ახლა კი აშკარა "დაშორების" დროც დადგა.
ამავე თემაზე: Tesla-ს ბიტკოინში ვეღარ იყიდით — გადაწყვეტილება კლიმატის ცვლილების პრობლემებს უკავშირდება
კომენტარები