BMW-ს ელექტრო SUV, რომელიც ერთი დატენვით 480 კილომეტრს გაივლის, $82 000 ეღირება
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
BMW-მ ახალი, სრულად ელექტრო SUV პირველად ნოემბერში გვანახა, თუმცა მაშინ მისი ფასის შესახებ არაფერი უთქვამს. დღეს კი ირკვევა, რომ ავტომობილი, რომელიც ერთი სრული დატენვით 480 კილომეტრის გავლას შეძლებს, მინიმუმ 82 000 დოლარი ეღირება.
ამ ფასით BMW iX პირდაპირი კონკურენტი იქნება Tesla Model X-ის, Audi E-Tron-ის, Jaguar I-Pace-ისა და Mercedes EQC-ის. ავტომობილის გამოსვლას 2022 წლის პირველ კვარტალში უნდა ველოდოთ.
BMW-ს განცხადებით, მანქანის ფასი 82 300 დოლარიდან დაიწყება. ეს ფასი iX xDrive 50-ს ექნება. SUV ოთხივე ამძრავი თვალით გამოვა და მას 516 ცხენისძალა ექნება, რაც ავტომობილს 0-დან 100 კილომეტრამდე 4,6 წამში ააჩქარებს.
კომენტარები