დიდი აფეთქება სამყაროს წარმოშობის ყველაზე პოპულარული კოსმოლოგიური ახსნაა, რომლის მიხედვით ყველაფერი წარმოიქმნა უსასრულო სიმკვრივის და ტემპერატურის მდგომარეობიდან დაახლოებით 14 მილიარდი წლის წინ.

1927 წელს ბელგიელმა მღვდელმა და მათემატიკოსმა ჟორჟ ლემეტრმა გამოთქვა იმ დროისთვის სენსაციური მოსაზრება, რომ სამყარო წარმოიქმნა აფეთქების შედეგად. ეს თეორია რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა იმჟამად არსებულ მეცნიერულ შეხედულებას, რის მიხედვითაც სამყარო სტატიკური უნდა ყოფილიყო.

სამყაროზე შემდეგმა დაკვირვებამ კი გვაჩვენა, რომ ის მუდმივად ფართოვდება, შესაბამისად ის რაც ფართოვდება, მას საწყისი "ბიძგი" უნდა ჰქონოდა.

რა არის ეს თეორია, რას გვეუბნება ის ჩვენს სამყაროზე, მის წარსულზე და მომავალზე? ამის გარკვევას დღევანდელ პოდკასტში შევეცდებით, რაშიც ჩვენი სტუმარი ფიზიკოსი თინათინ ცისკარიძე დაგვეხმარება.

SoundCloud

PodBean

Google Podcasts

Spotify

Pocket Casts

Apple Podcasts