ხმის კლონირება — რეკლამისთვის ცნობილი ადამიანების ხმის ჩაწერა საჭირო აღარ იქნება
მიუხედავად იმისა, რომ Deepfake-ების გარშემო დიდი აზრთა სხვადასხვაობაა, გარკვეული კომპანიები ამ ტექნოლოგიის განვითარებას მაინც განაგრძობენ. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა Veritone, რომელსაც ფრიად უცნაური იდეა დაებადა.
Veritone-მა შექმნა ახალი Deepfake პროგრამა, რომელიც ცნობად სახეებსა და მსოფლიო ვარსკვლავებს მისცემს საშუალებას, მოახდინონ თავიანთი ხმის კომერციალიზაცია. უკეთ რომ გავიგოთ, მაგალითად თქვენ გსურთ, რომ თქვენს რეკლამაში რომელიმე ცნობილი სახის ხმა გამოიყენოთ, ამისათვის მისი ფიზიკურად ჩაწერა საჭირო აღარ იქნება. თუ მას თავისი ხმა Veritone-ის ახალ პროგრამაში ექნება ჩართული, მისი შესყიდვა და გამოყენება სურვილისამებრ შეგეძლებათ.
Veritone-მა Marvel.ai პლატფორმა გასულ კვირას დააანონსა და განაცხადა, რომ ხელოვნურ ინტელექტიანი, სინთეტიკური ხმები დაეხმარებათ მედია კომპანიებს, ბრენდებს, ინფლუენსერებსა და სხვა ცნობილ სახეებს შექმნან კონტენტი ისე, რომ გაცილებით ნაკლები ძალისხმევა დახარჯონ ამისთვის.
მეთოდს, რომელსაც Marvel.ai იყენებს, ხმის კლონირება ეწოდება. მას ნებისმიერი ადამიანის ხმის ზუსტი ასლის გაკეთება შეუძლია და ამისათვის ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, ადამიანებს შეეძლებათთ მისცენ თავიანთი ხმა სხვადასხვა ჩამწერ სტუდიებსა თუ დაწესებულებებს დედამიწის ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ დროს, თუ კი ისინი ამაში ფულს გადაიხდიან.
ფაქტობრივად, Veritone-მა შექმნა პროგრამა, რომელიც ნებისმიერი ადამიანის ხმის კომერციალიზაციის საშუალებას იძლევა. ამიერიდან კი, თუ ამ პროგრამას გამოვიყენებთ, ხმის ჩასაწერად ადამიანის ფიზიკური ჩართულობა საჭირო აღარ იქნება.
კომენტარები