YouTube Vanced — ჩაკეცვადი და ურეკლამო YouTube თქვენი Android-ისთვის
YouTube სმარტფონში სავარაუდოდ ყველას გვაქვს. ალბათ, არაერთხელ ყოფილა მომენტი, როდესაც რაიმე მუსიკის ან ვიდეოს ჩაკეცვა გდომებიათ და ეს ვერ შეძელით, რადგან YouTube-ის ოფიციალური აპლიკაცია ამის საშუალებას არ იძლევა.
მეორე შემაწუხებელი ფაქტორი რეკლამებია, რომლებიც შეიძლება უკვე ზეპირად იცით, მაგრამ ისევ გამუდმებით ჩნდებიან ვიდეოდან ვიდეოზე გადასვლისას ან საერთოდაც მუსიკის შუაში გაწყვეტასაც კადრულობენ.
YouTube Vanced სწორედ ამ პრობლემების მოსაგვარებლად შეიქმენა. Vanced-ით თქვენ შეძლებთ ჩაკეცოთ და ფონურ რეჟიმში მოსუმინოთ ნებისმიერ ვიდეოსა თუ ტრეკს ყველანაირი რეკლამის გარეშე.
Vanced-ის დეველოპერებმა აპლიკაციის დაყენების პროცესი საკმაოდ გაგვიმარტივეს და Vanced Manager შექმენს. აპლიკაციისთვის საჭირო ყველა კომპონენტს აქ იპოვით.
YouTube Vanced-ის დაყენება საკმაოდ მარტივია და ამ სტატიაში სწორედ ამას გასწავლით.
- გადმოწერეთ Vanced Manager-ის ბოლო ვერსია აქედან
- დააინსტალირეთ და გახსენით აპლიკაცია
- აირჩიეთ nonroot ვერსია
- დააჭირეთ Install-ს Vanced MicroG-ის გასწვრივ.
- მიყევით ინსტრუქციას და დაეთანხმეთ უცნობი წყაროდან აპლიკაციის დაყენებას.
- გადმოიწერება MicroG, ამის შემდეგ დააწექით Install-ს და გააყენეთ იგი.
- შემდეგ, ვაწვებით Install-ს YouTube Vanced-ის გასწვრივ.
- აირჩიეთ თქვენთვის სასურველი თემა და დააწექით Next-ს
- აირჩიეთ სასრუველი ენა და დააწექით FINISH-ს.
- აპლიკაცია დაიწყებს Vanced-ის გადმოწერას. დასრულების შემდეგ დააწვებით Install-ს.
გილოცავთ, თუ ყველაფერი სწორად ქენით, დღეიდან თქვენ გექნებათ YouTube, რომლითაც მუსიკის ფონურ რეჟიმში მოსმენასაც შეძლებთ და რეკლამებიც აღარასდროს შეგაწუხებთ.
კომენტარები