დაჰაკულ 533 მილიონ ადამიანს შორის მარკ ცუკერბერგის პირადი ინფორმაციაც აღმოჩნდა
2019 წელს ჰაკერებმა ფეისბუქიდან 533 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია მოიპარეს. დღეს ეს ინფორმაცია ინტერნეტში უფასოდ გავრცელდა და, როგორც ჩანს, მათ შორის თვით Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის პერსონალური ინფორმაციაც აღმოჩნდა.
გაჟონილი ინფორმაცია ჰაკერულ ფორუმზე შაბათს განთავსდა. ამის შესახებ პირველად Alon Gal-მა, Hudson Rock-ის მთავარმა ტექნიკურმა ოფიცერმა გვამცნო.
გაჟონილი ინფორმაცია შეიცავს სახელს, ლოკაციას, ურთიერთობის სტატუსს, დაბადების თარიღს, Facebook-ის ID-სა და ტელეფონის ნომრებს.
533 მილიონი ადამიანის პერსონალურ ინფორმაციას შორის აღმოჩნდა მარკ ცუკერბერგის და ფეისბუქის კიდევ ორი თანადამფუძნებლის, კრის ჰიუჯსისა და დასტინ მოსკოვიცის პირადი მონაცემებიც.
Insider-თან საუბრისას ფეისბუქის წარმომადგენელმა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება არ ისურვა და უბრალოდ აღნიშნა, რომ ეს მოწყვლადობა 2019 წელსვე აღმოიფხვრა.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ აწ უკვე მოპარულ ინფორმაციას პრობლემის გასწორება აღარ შველის.
კომენტარები