Microsoft ამერიკის არმიას HoloLens-ზე დაფუძნებულ 120 000 სათვალეს გადასცემს
Microsoft-მა გაიმარჯვა ტენდერში, რომლის მიხედვითაც კომპანიას ამერიკის არმიის HoloLens-ებით მომარაგება მოუწევს. 21,88 მილიარდ დოლარიანი კონტრაქტი 10 წელზეა გადანაწილებული და ამ დროის განმავლობაში, Microsoft ამერიკის არმიას 120 000 მოწყობილობას დაუმზადებს.
ტექნოლოგიური გიგანტი ამერიკის თავდაცვის ძალებთან 2018 წლიდან მუშაობს. ამ დროის განმავლობაში, ჯარისკაცები გაფართოებული რეალობის ინტეგრირებულ სისტემას (IVAS) აქტიურად ტესტავდნენ. მოწყობილობა აერთიანებს მაღალი გარჩევადობის ღამის ხედვას, თერმულ გამოსახულებასა და Soldier Borne სენსორებს.
თებერვალში ამერიკულმა არმიამ IVAS-ის ახალი ვერსია წარადგინა, რომელსაც ჯავშანტექნიკის შიგნიდან გარე პერიმეტრის კონტროლი შეუძლია. პირვანდელი ვერსიები არმიამ სუსტი სენსორებისა და ცუდი GPS-ის გამო დაიწუნა, სწორედ ამიტომ სათვალეების დიზაინი და ტექნიკური მახასიათებლები შეიცვალა და დაიხვეწა. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე სწორედ სათვალეების პირველ ვარიანტს ნახავთ.
2018 წელს მაიქროსოფტმა 479 მილიონი კონტრაქტი პენტაგონთან გააფორმა, ამან თანამშრომლებს შორის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან მათ არ სურდათ, რომ მათი შექმნილი ტექნოლოგიები იარაღად გამოეყენებითან, თუმცა მაიქროსოფტი ამან ვერ შეაჩერა და პროდუქტის განვითარება განაგრძნო.
დღეს IVAS სისტემები ასე გამოიყურება და მას გაცილებით მეტი ფუნქცია აქვს ვიდრე პირველ ვერსიას ქონდა, ხარვეზებიც დახვეწილია და მასზე მუშაობა შემდგომშიც გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ $21,88 მილიარდიანი კონტრაქტი 10 წელზეა გადანაწილებული.
კომენტარები