iPhone 13 Pro Max-ს უკეთესი კამერა ექნება ვიდრე მე-13 სერიის სხვა წარმომადგენლებს
Apple-ის ცნობილმა ანალიტიკოსმა მინგ-ჩი კუომ iPhone 13-ის ხაზის შესახებ ახალი ინფორმაცია გაგვანდო და, როგორც ირკვევა, iPhone 13 Pro Max-ს ცოტათი უკეთესი ლინზები ექნება ვიდრე სხვა დანარჩენ სმარტფონებს.
ანალიტიკოსის თქმით, ფართოკუთხოვან კამერას მცირედით უკეთესი დიაფრაგმა ექნება, ვიდრე iPhone 13 mini-ს, iPhone 13-სა და iPhone 13 Pro-ს.
iPhone 13 Pro Max-ის ფართოკუთხოვანი კამერა f/1,5 დიაფრაგმიანი ლინზით აღიჭურვება, დანარჩენი მოდელები კი iPhone 12-ის ხაზის მსგავსად f/1,6-ს დასჯერდებიან.
Sunny Optical იქნება კომპანია, რომელიც Apple-ს 7P (შვიდ კომპონენტიან ფართოკუთხოვან ლინზებს დაუმზადებს. მიწოდება 2021 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყება. ახალ ფართოკუთხოვან კამერებში ავტომატური ფოკუსის გამოჩენასაც ველოდებით. აქამდე აიფონის ულტრაფართო კამერას ფიქსირებული საფოკუსე მანძილი ქონდა.
კომენტარები