ამერიკულმა F-35B გამანადგურებელმა ტყვიამფრქვევი თავის თავს გაარტყა
ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ძვირადღრებულმა იარაღმა, F-35B ავიაგამანდგურებელმა არიზონას თავზე ფრენისას შეძლო და ტყვიამფრქვევი თავის თავს გაარტყა.
თვითმფრინავს, რომლის ფასიც, დაახლოებით, 135,8 მილიონი დოლარია, აქვს 25მმ-იანი ჯავშანსაწინააღმდეგო ტყვიამფრქვევი. სწორედ მან გამოიწვია გამანადგურებლის დაზიანება. წინასწარი შეფასებით ზარალი 2,5 მილიონ დოლარზე მეტია.
როგორც ჩანს, ტყვია გასროლის მომენტშივე აფეთქდა და დაზიანება სწორედ ამან გამოიწვია. F-35B-ის ტყვიამფრქვევს წუთში 3300 ვაზნის გასროლა შეუძლია.
პილოტმა გამანადგურებლის დასმა უსაფრთხოდ შეძლო.
"ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ხარვეზის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია და ველოდებით გამოძიების პასუხს", — განაცხადა ამერიკის საზღვაო ძალების სპიკერმა, ენდრიუ ვუდმა.
F-35B მეხუთე თაობის გამანადგურებლია, რომელსაც ვერტიკალურად დაშვებაც შეუძლია. მის შექმნაზე მუშაობა 2006 წელს დაიწყო და ამ დროის განმავლობაში, მასზე 1 ტრილიონ დოლარზე მეტია დახარჯული.
კომენტარები