ფედერალურმა სასამართლომ Xiaomi-სათვის გამიზნული შეზღუდვები დაბლოკა
ფედერალურმა სასამართლომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა დაბლოკა, რაც იმას ნიშნავს, რომ Xiaomi-ს შეზღუდვები არ შეეხება.
მანამ, სანამ დონალდ ტრამპი თავის პოსტს დატოვებდა, შტატების თავდაცვის სამინისტრომ Xiaomi ჩინეთის კომუნისტური მთავრობის სამხედრო კომპანიათა სიაში შეიყვანა. ამ შემთხვევაში ამერიკული კომპანიები Xiaomi-სთან ურთიერთობასა და ვაჭრობას ვეღარ შეძლებდნენ, თუმცა პარასკევს, ფედერალურმა სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ ეს იქნებოდა შეუქცევადი დარტყმა შაომიზე და ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღო.
Xiaomi-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კომპაია არ ეკუთვნის ჩინეთის სამხედრო ძალებს და არც რაიმე სახის გავლენა აქვთ მათზე.
სასამართლომ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების უკან ამერიკელთა უსაფრთხოებაზე ზრუნვის მოტივი არ ჩანდა და ეს მხოლოდ ერთი კომპანიის წინააღმდეგ მიმართული სანქციები იყო.
კომენტარები