Xiaomi Redmi Note 10 ინტერნეტში გამოჩნდა
Xiaomi-ს ყველაზე მოთხოვნადი, Redmi Note სერია ორ დღეში, 4 მარტს განახლდება და მათ ახალი წარმომადგენელი Redmi Note 10 შეემატებათ. რედმი სერია მისი ფასისა და წარმადობიდან გამომდინარე საქართველოშიც ფართოდ გავრცელებულია.
პრეზენტაციამდე სულ ორი დღეა დარჩენილი და სმარტფონის გარშემო საუბრები არ წყდება. დღეს ინტერნეტში მისი ფოტოები და მახასიათებელები გამოჩნდა.
Xiaomi Redmi Note 10 აღჭურვილია 11 ნანომეტრიანი Snapdragon 678 პროცესორით, რომელსაც ორი ძლიერი, 2,2 გეგაჰერციანი ბირთვი ექნება. ამ ყველაფრის დიდხანს მუშაობას კი 5 000 მილიამპერიანი ელემენტი უზრუნვლეყოფს.
ელემენტის მოცულობა Redmi Note 9-სთან შედარებით ცოტათი შემცირებულია, თუმცა მას 33 ვატიანი სწრაფი დამუხტვის ფუნქცია ექნება.
ფოტოზე ასევე ვხედავთ, რომ სმარტფონს 6,43 ინჩიანი AMOLED ეკრანი ექნება, პატარა კამერის ხვრელით ცენტრში. აქვეა ორმაგი დინამიკიც, ერთი სმარტფონის ქვედა მხარეს, მეორეს როლს კი მიკროფონი შეასრულებს.
კომენტარები