რატომ ურჩევდა Google ადამიანებს მანქანის ბატარეების ოკეანეში გადაყრას
წინა კვირას, Google-ის საძიებო სისტემა ადამიანებს უცნაურ რჩევას აძლევდა.
შაბათ ღამეს, ჟურნალისტმა ვიოლეტ ბლუმ, შემდეგი კითხვა დაგუგლა "Why do people throw car batteries in the ocean", ანუ "რატომ ყრის ხალხი მანქანის ბატარეებს ოკეანეში?". ალგორითმის პირველი პასუხი, რომელიც გამოკვეთილ ველში გამოჩნდა, შემდეგი იყო:
"მანქანის ბატარეების ოკეანეში გადაგდება გარემოსთვის კარგია იმიტომ, რომ ბატარეით ელექტრული გველთევზები იმუხტებიან და გოლფსტრიმს ტენიან".
პასუხი Google-მა, როგორც ჩანს Quora-დან აიღო. მსგავს "არაკორექტულ" რჩევებს, Google-ის საძიებო სისტემაში ადრეც შევხვედრივართ. მაგალითად, 2017-ში გაირკვა, რომ სხვადასხვა კითხვების მოძიებისას, Google მომხმარებლებს "ეუბნებოდა", რომ აშშ-ის რამდენიმე წევრი KKK-ის წევრი იყო და მონტი ფაითონის ხუმრობას "სამედიცინო ინფორმაციად" ასაღებდა.
Google-ის საძიებო სისტემა ავტომატიზირებულ პასუხებს იძლევა. ანუ, ალგორითმი კითხვებზე ისეთ პასუხებს ეძებს, რომლებიც თითქოს კითხვას პასუხობს, მაგრამ რადგან ალგორითმს "საღი აზრის" და "კონტექსტის" გაგება ნაკლებად აქვს, პასუხები ხშირად აბსურდულია.
ოკეანეში ბატარეების გადაყრა ჯერ კიდევ 2018 წლის ხუმრობაა, რომელიც ინტერნეტში ცირკულირებდა. საბედნიეროდ, იგივე კითხვის მოძიებისას, ახლა Google სხვა პასუხს იძლევა და მსგავსი შეცდომები პლატფორმაზე მუდმივად სწორდება.
კომენტარები