Spotify-მ ჩვენი მუსიკალური ბიბლიოთეკის დიზაინის ცვლილება დაიწყო. განახლებული დიზაინი მომხმარებელთა გარკვეულ ნაწილთან უკვე მივიდა და, როგორც აღმოჩნდა, ახალი დიზაინი გაცილებით ლამაზი და მოსახერხებელია.

Android Police-ის თქმით — განახლებული დიზაინი იმ მომხმარებლებთან მიდის, ვისაც აპლიკაციის ბოლო 8.6.2.774 ვერსია უყენიათ. როგორც ფოტოებზე ხედავთ, საწყისი გვერდი შეცვლილია და გარდა ფლეილისთებისა, აქვე გამოჩნდება არტისტებიც და ალბომებიც.

ახალი საწყისი გვერდი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან გაცილებით მარტივდება სხვა კატეგორიებში გადასვლა და მხოლოდ ფლეილისთების ჩამონათვალს აღარ ვხედავთ, როგორც ეს ძველ ვერსიაში იყო. გარდა განახლებული სიისა, ბიბლიოთეკის ზედა მარჯვენა კუთხეში ვხედავთ პლიუს ღილაკს, რომელიც ახალი ფლეილისთის გაკეთებას გაგვიმარტივებს

გაერთიანებული სია ძებნის ფუნქციასაც აუმჯობესებს, რადგან ბიბლიოთეკის საწყისი გვერდიდანვე შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენთვის სასურველი კატეგორია.

აქვე, შეგახსენებთ, რომ Spotify საქართველოში შემოდის.