Xiaomi Mi 11-ის გლობალური დებიუტი შედგა
დღეს Xiaomi Mi 11-ის გლობალური დებიუტი შედგა და ის ნამდვილად განსაცვიფრებელია.
სმარტფონი აღჭურვილია უახლესი Snapdragon 888 პროცესორით. მის შემადგენლობაში შედის 10 ბიტიანი 6,81 ინჩის მქონე AMOLED ეკრანი QHD+ გარჩევადობითა და 120 ჰერციანი განახლების სიხშირით.
ჩინურმა გიგანტმა გლობალური ვერსიისათვის ოპერატიული მეხსიერება რატომღაც დაიშურა და აქ 12/256 ვერსიას ვერ ვნახავთ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩინური ვერსიისგან განსხვავებით, ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილ მოდელს ყუთშივე მოყვება ახალი ტიპის 55 ვატიანი გალიუმის (GaN) დამტენი. გალიუმის ნიტრიდის დამტენები არსებულ დამტენებზე კომპაქტურია, ნაკლებად ხურდება და დამუხტვის სისწრაფეც შეუდარებელი აქვს.
გლობალური ბაზრისთვის სმარტფონის ორი ვარიანტი იქნება ხელმისაწვდომი, 128 ან 256 შიდა მეხსიერებით. ოპერატიული მეხსიერება ორივე შემთხვევაში რვა გეგაბაიტია.
შაომიმ ასევე განაცხადა, რომ სმარტფონის ეკრანში ჩაშენებულ თითის ანაბეჭდის სენსორს პულსის საზომის ფუნქციაც ექნება.
სმარტფონის მთავარი კამერა 108 მეგაპიქსელიანია, 1,9-იანი დიაფრაგმით. მეორე კამერა ულტრა ფართო ფოტოებისთვისაა განკუთვნილი და ის 13 მეგაპიქსელიანია f/2,4-ით. აქვეა მესამე, 5 მეგაპიქსელიანი კამერაც, რომელიც მაკრო ფოტოგრაფიისთვისაა განკუთვნილი, ხოლო წინა მხარეს 20 მეგაპიქსელიან სელფის კამერას ვხვდებით.
სმარტფონის ელემენტი 4,600 მილიამპერიანია. მისი დამუხტვა უსადენოდ 50 ვატით, ხოლო ახალი გალიუმის დამტენით, 55 ვატით შეიძლება.
სმარტფონის საწყისი ფასი 749 ევრო იქნება, ხოლო 256 გეგაბაიტიანი ვერსიის ფასი 799 ევროს შეადგენს.
წინასწარი შეკვეთების მიღება 26 თებერვლიდან დაიწყება.
კომენტარები