ამერიკულმა კომპანიამ, Advanced Medical Solutions International-მა, შეიმუშავა ახალი პორტატული მოწყობილობა, რომელსაც ადამიანებსა და ზედაპირებზე, კორონავირუსის მყისიერად დაფიქსირება შეუძლია.

ახალ მოწყობილობას, COVID Hunter უწოდეს და კომპანიის განცხადებით, მას ზედაპირის დასკანერება და ვირუსის დაფიქსირება კონტაქტის გარეშე შეუძლია. იგივე შეიძლება ითქვას ადამიანის ორგანიზმში მყოფი ვირუსის დაფიქსირებაზეც.

ამასთან, COVID Hunter განახლებადია და მისი მორგება კორონავირუსის ახალი მუტაციებისთვისაც შესაძლებელი იქნება.

აღსანიშნავია, რომ სკანერს ვირუსის დაფიქსირება ორი მეტრის დისტანციიდან შეუძლია. მიუშვერთ მას ადამიანს ან საგანს და სულ ეს არის.

როგორ მუშაობს COVID Hunter-ის სკანერი

ტექნოლოგია ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ ტემპერატურის სკანერს, მაგრამ მას ბევრად მეტი შეუძლია. ის ასხივებს სხივს და აგროვებს ინფორმაციას, რომელიც რეფრაქციის წყალობით რეალურ დროში ანალიზდება. ამით ვირუსის spike ცილის არსებობის დადგენა ხდება. ასეთ დროს სკანერი სპეციალურ ხმას გამოსცემს, რაც ნიშნავს, რომ ვირუსი დაფიქსირებულია.

ტესტირებისას COVID Hunter-ს 99 პროცენტზე მეტი სიზუსტის მაჩვენებელი ჰქონდა, მან კოვიდ უარყოფითი და დადებითი პაციენტები წარმატებით განასხვავა.

"COVID Hunter-ის გამოყენებით თავშეყრის ადგილები ფუნქციონირებას კვლავ შეძლებენ. დეტექტორი ვირუსს მარტივად დააფიქსირებს და მას თავშეყრის ადგილებში "შეპარვის" უფლებას არ მისცემს." — ამბობენ კომპანიაში.

კომპანიაში აღნიშნეს, რომ როგორც კი პროდუქტი წარმოებაში ჩაეშვება, ის პირველ რიგში ჯანდაცვის მუშაკებს დაურიგდებათ. ხოლო წარმოების პროცესის დაჩქარების მიზნით, სკანერი სხვადასხვა რეგიონში დამზადდება, მათ შორის ცენტრალურ ამერიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში.