AstraZeneca უარყოფს განცხადებას, რომლის მიხედვითაც ვაქცინა ხანდაზმულებში ნაკლებეფექტიანია
გერმანულმა ყოველდღიურმა გამოცემებმა — Handelsblatt-მა და Bild-მა რამდენიმე სხვადასხვა განცხადებაში აღნიშნეს, რომ AstraZeneca-ს მიერ ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შემუშავებული ვაქცინის ეფექტიანობა ხანდაზმულ ადამიანებში მხოლოდ 8% არის.
გერმანიის ოფიციალური პირები შეშფოთებულნი იყვნენ იმით, რომ შესაძლოა EMA-ს არ დაეშვა ვაქცინის გამოყენება 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში, განმარტა Bild-მა თავის ონლაინ გამოცემაში.
განცხადებაში აღნიშნულია კიდევ ერთი პოტენციური საკითხი AstraZeneca-სთვის, რომელმაც პარასკევს ევროკავშირს განუცხადა, რომ წარმოების პრობლემის გამო, ისინი ვერ შეძლებდნენ მარტის ბოლომდე შეთანხმებისამებრ გათვალისწინებული რაოდენობის ვაქციენებით მომარაგებას.
ევროპის ქვეყნების მოსახლეებში იმედგაცრუება უკვე იზრდება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც Pfizer-მა და მისმა პარტნიორმა BioNTech-მა იანვრის დასაწყისში ვაქცინებით მომარაგების ტემპის შენელება დააანონსეს.
თავის პასუხში, AstraZeneca-მ განმარტა, რომ გერმანული მედიის განცხადება იმის შესახებ, რომ COVID-19-ის ვაქცინამ აჩვენა ძალიან დაბალი ეფექტიანობა ხანდაზმულებში, "არ შეესაბამება სიმართლეს".
მათ აღნიშნეს, რომ ბრიტანეთის ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთობლივმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ვაქცინის გამოყენებას ხანდაზმულებში. მათ ასევე განაცხადეს, რომ ხანდაზმული მონაწილის სისხლის ანალიზმა აჩვენა ძლიერი იმუნური რეაქცია აღნიშნულ ვაქცინაზე.
30 დეკემბერს ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც დაამტკიცა ვაქცინა და არ დაუწესებია ასაკის შეზღუდვა მის მოხმარებაზე. იმუნიზაციის კამპანიის ფარგლებში, იგი დღემდე აკეთებს მეტ აქცენტს მოხუცებსა და ჯანდაცვის მოხელეებზე.
AstraZeneca-ს გამოცდა ბრიტანეთში 55 წლამდე ადამიანების ვაქცინაციით დაიწყო. სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში 8 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ კვლევას მოგვიანებით შემოუერთდნენ 55 წელს გადაცილებული მონაწილეები, შესაბამისად ხანდაზმულებში ვაქცინის ეფექტიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია ჯერ არაა დადასტურებული.
"ამ ჯგუფებში (ხანდაზმულებში) ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით შეზღუდულია (ინფექციური) შემთხვევების მცირე რაოდენობით. დამატებითი მონაცემები კი მომავალი ანალიზების საფუძველზე გახდება ცნობილი", — აღნიშნულია ნაშრომში.
კომენტარები