Razer-ის ჭკვიანი ნიღაბი, რომელიც ხმას გაგიძლიერებთ და მუსიკის მოსასმენადაც გამოგადგებათ — ვიდეო
კომპანია Razer-მა, რომელიც გეიმერებისთვის ცნობილია გეიმერული აქსესუარების დამზადებით, გადაწყვიტა ჭკვიანი სახის ნიღაბი შეექმნა.
კომპანიამ წარმოადგინა მრავალჯერადი გამოყენების N95 რესპირატორის კონცეფცია, სახელწოდებით Project Hazel და აცხადებს, რომ ეს არის "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ნიღაბი", — The Verge თანახმად.
გაუგებარია, აპირებს თუ არა Razer ნიღბის წარმოებას, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი კონცეფცია გასაოცარია. ეს არის ცირკულარული N95 ფილტრებისა და ლამაზი კორპუსის შერწყმა.
თუმცა, ყველაზე საინტერესოა ის ფაქტი, რომ Project Hazel შეძლებს თქვენი ხმის გაძლიერებას მიკროფონისა და დინამიკების გამოყენებით, რაც ასევე საშუალებას მოგცემთ ადვილად მოუსმინოთ მუსიკას პირდაპირ თქვენი ნიღბიდან.
სილიციუმის დამცავი დალუქავს ნიღაბს თქვენს ცხვირთან და ნიკაპთან, რაც ხდის მას შედარებით კომფორტულს — მაგრამ ამ ყოველივეს შესახებ, კომპანიის მხოლოდ სიტყვაზე ნდობა მოგვიწევს.
ნიღაბი პირის ღრუს ადგილას რეალურად გამჭვირვალეა, რაც საშუალებას აძლევს სხვებს დაინახოთ თქვენი პირის მოძრაობა. ჩაბნელების შემდეგ, LED-ებიც კი გაანათებენ თქვენს პირთან, რომ აჩვენონ თქვენი ღიმილი, თუნდაც ღამით.
Razer ამბობს, რომ კონცეფცია ასევე უზრუნველყოფს UV სინათლეს სტერილიზაციისთვის. მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია, ნიღბის გაყიდვის დრო.
კომენტარები