2020 წლის 31 დეკემბერს Adobe-იმ ოფიციალურად დაასრულა Flash Player-ის მხარდაჭერა. Flash-ს უდიდესი კულტურული რელევანტურობა ჰქონდა და ინტერნეტ ისტორიის ნაწილი იყო, რის გამოც მისი "დაკრძალვა" წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ბრაუზერებმა Flash-ს გასასვლელი კარისკენ მიუთითეს ჯერ კიდევ გასული ათწლეულის დასაწყისში. 2015 წელს Adobe-მ დეველოპერებს სთხოვა HTML5-ზე გადასვლა. ყველაფერი ოფიციალური გახდა 2017 წელს, როდესაც Adobe–მა განაცხადა, რომ Flash-ის მხარდაჭერას შეწყვეტდა.

Flash საბოლოოდ დაგვემშვიდობა, ხოლო Adobe-ის სურს, რომ ადამიანებმა წაშალონ თავიანთი კომპიუტერებიდან Flash Player, რადგან ის უსაფრთხოების განახლებებს აღარ იღებს. ის უსარგებლოა და ასევე პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. საბედნიეროდ, Adobe–ს აქვს ოფიციალური ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა წაშალოთ Flash Player როგორც Windows-ზე, ასევე Mac-ზე.

პროცესი მარტივია. Adobe-იმ შექმნა Flash Player Uninstaller — პროგრამა, რომლის ჩამოტვირთვასაც მარტივად შეძლებთ Windows-ისთვის ამ ვებსაიტიდან. ცხადია, პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ ჩამოტვირთეთ თქვენი ოპერაციული სისტემისთვის შესაფერისი Uninstaller. ჩამოტვირთვის შემდეგ, დააჭირეთ Flash Player Uninstaller-ს და მიყევით ინსტრუქციას.

Mac–ზეც მარტივადაა საქმე, გადახვალთ ამ ვებგვერდზე, ჩამოტვირთავთ MacOS-ისთვის განკუთვნილ Uninstaller-ს, ჩამოტვირთვის შემდეგ, დააჭერთ Flash Player Uninstaller-ს და მიყვებით დეინსტალირების ინსტრუქციას. დასრულების შემდეგ, დეინსტალატორის აპი გაცნობებთ, რომ შეგიძლიათ გადახვიდეთ Adobe Flash Player-ის საინფორმაციო ვებგვერდზე, რომელზეც გიჩვნებთ Adobe-ს მარტივ შეტყობინებას.

ფოტო: Adobe

Flash-ს საკმაოდ დიდი ისტორია ჰქონდა, პროგრამულმა უზრუნველყოფამ საკმაოდ სასიამოვნო მოგონებები დაგვიტოვა, ამიტომაც მასთან დამშვიდობება საკმაოდ რთულია. მართალია, პროგრამა საბოლოოდ არ გვემშვიდობება და ის გარკვეულ როლს მაინც შეასრულებს თანემედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში, მაგრამ ის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი აღარ იქნება.

ამავე თემაზე: