მალე ბრიტანეთში ბიტკოინის გასანაღდებლად 16 000 ახალი ბანკომატი იქნება
ბრიტანეთში კრიპტოვალუტის მფლობელებს ბიტკოინის განაღდება უკვე 16 000 ბანკომატით შეეძლებათ. ეს ყველაფერი აღმოსავლეთ ლონდონში დაფუძნებული კრიპტოვალუტის კომპანია BitcoinPoint-ისა და Cashzone-ს შორის თანამშრომლობის წყალობით.
ბიტკოინის მზარდი პოპულარობის მიუხედავად, კრიპტოვალუტის უსაფრთხოდ ყიდვა, გაყიდვა და გამოყენება ფართო მასებისთვის მაინც დაბრკოლებებთანაა დაკავშირებული.
BitcoinPoint სწორედ ამ ბარიერების გადალახვას ცდილობს. მათ შექმნეს მობილური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია იყიდოთ და გაყიდოთ ბიტკოინი სპეციალურ ქსელში. ასევე, მსგავსი გადარიცხვების გაკეთება, ინტერნეტით ღია ბანკინგის გამოყენებით შეგიძლიათ.
"როდესაც 2018 წლის დასაწყისში მომსახურება დავიწყეთ, უმარტივეს გადარიცხვებზე აქცენტი ფიზიკურად ვერ გაკეთდებოდა. მას შემდეგ დრო გავიდა, პროცესი გამარტივდა, მაგრამ კრიპტოვალუტისთვის საჭირო ბანკომატების პრობლემა კვლავ რჩებოდა", — ამბობს BitcoinPoint–ის აღმასრულებელი დირექტორი — ბენუა მარზუკი.
კომპანია, რომელსაც კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული 20 000 ოპერაცია აქვს შესრულებული, მიიჩნევს, რომ Cashzone–თან თანამშრომლობა საბოლოოდ გამოიღებს შედეგს, რაც ბიტკოინს საშუალებას მისცემს არსებულ ვალუტებს კონკურენცია თანაბარ პირობებში გაუწიოს.
ნაღდი ფულის გამოსატანად, ბიტკოინის მფლობელები გადმოწერენ აპლიკაციას, მიუთითებენ გამოსატან თანხას, დაასკანირებენ QR კოდს და მიიღებენ SMS შეტყობინებას, რომელშიც მითითებული იქნება პინ-კოდი, რასაც შემდგომ ბანკომატში შეიყვანენ. აღსანიშნავია, რომ ტრანზაქცია განხორციელდება წამებში. ამისთვის ბანკის მომხმარებლობა და პლასტიკური ბარათის ქონა საჭირო არ იქნება.
კომენტარები