Samsung Galaxy Buds Pro უსადენო ყურსასმენების შესახებ დამატებითი დეტალები გასაჯაროვდა. გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, Galaxy Buds Pro აღჭურვილი იქნება ხმაურის დახშობის ტექნოლოგიით, ხოლო მისი ფასი 199$ იქნება.

WalkingCat-ის მიერ Twitter-ზე გასაჯაროვებული ინფორმაციის თანახმად, Galaxy Buds Pro-ს საწყისი ფასია 199 დოლარი, რაც 80 დოლარით იაფია კონკურენტ Bose QuietComfort Earbuds-თან შედარებით, რომელიც ასევე აღჭურვილია ხმაურის დახშობის ტექნოლოგიით. Samsung Galaxy Buds Pro-ს ექნება ძლიერი IPX7 დაცვა, რაც ყურსასმენს მდგრადად აქცევს მტვრისა და წყლის მიმართ. სხვა მხრივ კი, მისი ელემენტის გამძლეობა 8 საათი იქნება. WalkingCat გთავაზობთ ამ მოსახერხებელ დიაგრამას, რომლითაც Samsung–ის ყველა უსადენო ყურსასმენის ერთმანეთისთვის შედარებას შეძლებთ.

WalkingCat-მა ასევე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც განხილულია Samsung-ის ყურსასმენების ხმაურის დახშობის ტექნოლოგია. გარდა ამისა, Galaxy Buds Pro ფასით 50 დოლარით იაფი იქნება, ვიდრე Apple–ის AirPods Pro. აღსანიშნავია, რომ Samsung-ის Galaxy Buds Pro ძალიან კონკურენტუნარიანად გამოიყურება Apple-ის საუკეთესო უსადენო ყურსასმენებთან მიმართებაში.

WalkingCat-ის მიერ გუშინ გავრელებულ სურათებში ასევე ნაჩვენებია დეტალები Samsung-ის 699 დოლარიანი Galaxy Chromebook 2-ის შესახებ. თუ რამდენად სიმართლეა WalkingCat-ის მიერ გასაჯაროვებული ინფორმაცია, მალე, ღონისძიება CES-ზე გავიგებთ. CES იანვარში გაიმართება და მასზე სხვა ტექნოლოგიურ სიახლეებთან ერთად, Galaxy S21 სერიას ვიხილავთ.