ახალი გენმოდიფიცირებული ღორი პირველი ცხოველია, რომელიც საკვების და წამლის ერთდროული წარმოებისთვის იქნება გამოყენებული. მისი გამოყვანა სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) დაუშვა. სამედიცინო კომპანია Revivicor-ის მიერ გენმოდიფიცირებული ღორი შეიძლება გამოყენებულ იქნას მედიკამენტების წარმოებაში, ორგანოების ტრანსპლანტაციის უზრუნველსაყოფად და ეს ყველაფერი ხორცის მიმართ ალერგიული ადამიანებისთვის.

"ეს არის პირველი დასტური ცხოველების ბიოტექნოლოგიური პროდუქტისთვის, როგორც საკვების, ასევე ბიოსამედიცინო გამოყენების მხრივ. ეს ნამდვილად დიდი ნაბიჯია სამეცნიერო ინოვაციებისთვის", — ამის შესახებ FDA კომისარმა სტივენ ჰანმა პრესრელიზში განაცხადა.

ამ ცხოველებს GalSafe ღორებს უწოდებენ, რადგან მათ არ გააჩნიათ მოლეკულა — ალფა-გალის შაქარი, რომელიც ადამიანებში ხშირად ალერგიის გამომწვევია. ალფა-გალის შაქარი გვხვდება ბევრ ძუძუმწოვარში, მაგრამ როგორც წესი, ის ადამიანში იშვიათობაა. FDA-მ დაადგინა, რომ GalSafe ღორის პროდუქტები უსაფრთხოა ალერგიული ადამიანებისთვის.

გარდა ამისა, GalSafe ღორის რამდენიმე სამედიცინო მიმართულებით გამოყენება შეიძლება. მათი საშუალებით შესაძლებელია AGS–ით დაავადებული ადამიანებისთვის უსაფრთხო მედიკამენტების დამზადება, როგორიცაა ჰეპარინი, რომელიც ცხოველური ქსოვილისგან მიღება. GalSafe ღორი შეიძლება სასარგებლო იყოს ორგანოების გადანერგვისას, რადგან ალფა-გალის შაქარი ხშირად ორგანოებს გადანერგვისთვის გამოუსადეგარს ხდის.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც FDA გენმოდიფიცირებული ცხოველების გამოყენებას მწვანე შუქს უნთებს. 2009 წელს FDA–მ დაუშვა გენეტიკურად მოდიფიცირებული თხები, რომლის რძისგან თრომბის თავიდან ასაცილებელი წამლები იწარმოება. ქათამი, რომელის კვერცხშიც წამალი იწარმოება, დაიშვა 2015 წელს, ამავე წელს ორაგული გახდა პირველი გენმოდიფიცირებული ცოცხალი არსება, რომელიც საკვების მოხმარებისთვის დამტკიცდა. თუმცა, GalSafe ღორები პირველი შემთხვევაა, როდესაც FDA გენეტიკურად მოდიფიცირებულ ცხოველს ერთდროულად საკვებისა და მედიცინისთვის ვარგისად ამტკიცებს.

მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი მოდიფიცირებული ღორები სუპერ-ცხოველები ჯერ ნამდვილად არ არიან. მათი ერთადეთი უპირატესობა სპეციფიკური შაქრის მოლეკულის ნაკლებობაა. თუმცა, როგორც ვხედავთ, ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილებაც კი ძალიან საჭირო შეიძლება გახდეს. შესაბამისად, წინ კიდევ ბევრი ინოვაცია და სიახლეა.