Google Pixel 2-მა ნოემბერში ბოლო განახლება მიიღო
სხვადასხვა წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ Pixel 2-ისთვის 2020 წლის ნოემბრის ბოლოს უსაფრთხოების განახლება საბოლოო იყო. გუგლის მოწყობილობების მხარდაჭერის განრიგი იუწყება, რომ Pixel 2-სა და Pixel 2 XL-სთვის უსაფრთხოების განახლებები 2020 წლის ნოემბრის შემდეგ აღარ გამოვა.
როგორც იცით, გუგლმა Pixel 2 და Pixel 2 XL 2017 წლის ოქტომბერში წარადგინა. აღნიშნული მოწყობილობები ერთმანეთისგან მხოლოდ ზომით განსხვავდებოდნენ, თუმცა მათმა შთამბეჭდავმა კამერის მხარდაჭერამ ყველა გააოცა, რის გამოც კომპანიას ბევრი ახალი კლიენტი გამოუჩნდა. გუგლი ადრეული პერიოდიდან აქტიურად იყო ჩართული კამერის დახვეწისა და გამოთვლითი ფოტოგრაფიის პროცესში, რაც Pixel 2-ში თვალნათვლივ გამოიხატა.
მართალია, აღნიშნული სმარტფონი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ადამიანებს შორის, თუმცა მასაც ჰქონდა გარკვეული პრობლემები. მაგალითად, Pixel 2 XL-ს ქარხნული წუნი ჰქონდა, რომელსაც კუთხიდან შეხედვისას მოლურჯო ფერი გასდევდა ეკრანზე, თუმცა სწორედ Pixel 2 და Pixel 2 XL იყო ის სმარტფონები, რომლებმაც ფოტოგრაფიულ სამყაროში რევოლუცია მოახდინეს.
თანამედროვე Pixel-ებს ამ კვირაში უსაფრთხოების განახლება მოუვათ, Pixel 3-სა და უფრო ახალ მოდელებში კი ისეთი ფუნქციები იქნება დამატებული, რომლებიც ძველი ვერსიებიდანაა გადმოღებული, მაგალითად როგორებიცაა Adaptive Sound და Extreme Battery Saver Mode.
კომენტარები