ილონ მასკის Boring Company-იმ გვირაბში "რეივი" მოაწყო — ვიდეო
ილონ მასკის Boring Company აშკარად გაერთო ლას-ვეგასის გვირაბის გაფორმებით. კომპანიის მიერ Twitter–ზე ატვირთულ ვიდეოში ნაჩვენებია ლას-ვეგასის საკონვენციო ცენტრის Loop-ის ტერმინალი, რომელიც განათებულია RGB-ის ფერებში. ვიდეოში ასევე ვხედავთ მძლავრ აუდიო სისტემას, რომელიც EDM-ს ჟანრის მუსიკასთან და მოციმციმე განათებებთან ერთად, რეივისთვის მშვენიერ გარემოს ქმნის.
ივლისში მასკმა განცხადა, რომ მისი ახალი ბრენდი Gigafactory, ბერლნში ქარხნის სახურავზე "შიდა/გარე Rave სივრცეს" მოაწყობდა.
როგორც მასკმა ოქტომბერში, მის ერთ-ერთ ტვიტში აღნიშნა, კომპანიამ წარმოადგინა ორგინალური გეგმა, რომელიც გაამარტივებდა გვირაბის შიგნით გადაადგილებას. მისი თქმით, სამგზავრო პოდების გამოყენებით, ლას-ვეგასის საკონვენციო ცენტრის Loop-ში, ერთდროულად 5 მგზავრი გადაყვანაა შესაძლებელი, ძირითადად, Tesla-ს არამოდიფიცირებული ავტომობილების გამოყენებით.
ჯერ კიდევ არ არსებობს ინფორმაცია, როგორ აპირებს მასკის კომპანია, მგზავრთა დიდი ნაკადის ტრანსპორტირებას და როგორ მოხერხდება ამ რიცხვის, გატოლება ჩვეულ მატარებლის სისტემასთან მიმართებაში.
Boring Company ასევე მიიღო თანხმობა Loop-ის გაფართოებაზე, როგორც Electrek– მა განაცხადა გასულ თვეში, კომპანიას ელოდება Loop-ის დაკავშირებას, ქალაქის სხვა რაიონებთან.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები