წლის დასაწყისში YouTube-მა იმ კონტენტზე დაიწყო საინფორმაციო პანელების დამატება, რომელიც კორონავირუსს ეხება. ეს მომხმარებელს ავტორიტეტულ და სანდო წყაროებზე წვდომაში ეხმარება. ამით კომპანია ცდილობს პანდემიასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას ებრძოლოს.

ახლა, როდესაც ვირუსის ვაქცინის შექმნის მხრივ წინ მივიწევთ, კომპანიამ შესაბამისი პანელის შექმნაც გადაწყვიტა. ეს იქნება იმისთვის, რომ ადამიანები ვაქცინებთან დაკავშირებული დეზინფორმაციისგან დაიცვას.

ეს ონლაინ დეზინფორმაციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. შესაბამისი ვიდეოების ყურებისას, პლატფორმა მომხმარებელს შესთავაზებს გაეცნონ და დაუკავშირდნენ ისეთ წყაროებს, როგორიცაა CDC და WHO.

მსგავსი პანელები უკვე ჩაეშვა მოხმარებაში, ხოლო მომდევნო ორი დღის განმავლობაში ის გლობალურად გახდება ხელმისაწვდომი.

ახალი ვაქცინის გამაფრთხილებელი პანელი

როგორც ეს ხშირად ხდება, ვაქცინების შექმნის პარალელურად, ჩნდებიან ანტივაქსერები. ისინი შეეცდებიან ვაქცინის საწინააღმდეგო შეთქმულებების თეორიების გავრცელებას. ეს პირდაპირ აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე და გაახანგრძლივებს კორონავირუსის პანდემიის მავნე ზემოქმედებას. ამის ფონზე, YouTube კონსპირაციული თეორიების გავრცელების წყარო იქნება, ამიტომ ზომების მიღება აუცილებელია.

მას შემდეგ, რაც ანტივაქსერები კორონა ვირუსის ვაქცინის წინააღმდეგ გალაშქრებას დაიწყებენ, YouTube ეცდება მომხმარებელს ასეთი ინფორმაციის დაიგნორებაში დაეხმაროს.