Google One-ის მომხმარებლების პრივატულობისთვის, კომპანია საკუთარი VPN-ის სერვისს უშვებს
დღეს Google-მა განაცხადა, რომ VPN-ის სერვისის გამოყენებას Google One-ის ის გამომწერები შეძლებენ, რომლებიც 2TB-იანი გეგმით სარგებლობენ. VPN-ზე წვდომის გაზიარება 5 სხვა ადამიანთან არის შესაძლებელი.
VPN ინტერნეტის ბევრად უსაფრთხო გამოყენების საშუალებას იძლევა, რადგან ის თქვენს IP მისამართს მალავს. შესაბამისად, თქვენი მონაცემები ჯერ VPN-ის სერვერებს გადის, შემდეგ კი, დაშიფრული მონაცემები დანარჩენ ინტერნეტსაც აღწევს.
Google მომხმარებლებს "ერთი-ერთზე" სესიებსაც სთავაზობს, სადაც მომხმარებლები VPN-ის და ინტერნეტ უსაფრთხოების შესახებ შეიტყობენ. ცხადია, უამრავი სხვა VPN სერვისი არსებობს, რომლებიც არანაკლებ კარგად მუშაობს, თუმცა Google-ის საკუთარი სერვისი One-ის მომხმარებლებისთვის უფრო მოსახერხებელია.
პირველი რამდენიმე კვირის მანძილზე, VPN-ზე წვდომა მხოლოდ ანდროიდის მომხმარებლებს ექნებათ, თუმცა კომპანია გეგმავს რომ ეს სერვისი iOS-ზე, Mac-ზე და Windows-ზეც განათავსოს.
კომენტარები