Tesla-ს მიკროავტობუსი? ილონ მასკის წაშლილი ტვიტი და კომპანიის შესაძლო გეგმები
ილონ მასკის Borign Company ლას-ვეგასში პირველ გვირაბს თხრის, თუმცა, ახალი პროექტი თავდაპირველი კონცეფციისგან მნიშვნელოვანდ განსხვავდება. ფუტურისტული, შუშის მრავალადგილიანი ტრანსპორტის ნაცვლად, Boring Company გვირაბს, რეალურად, ტესლას მანქანებისთვის ქმნის.
ამის მიუხედავად, აწ უკვე წაშლილი ტვიტში, ილონ მასკი ტესლას მრავალადგილიან ტრანსპორტზე წერდა: "მრავალადგილიან ტესლას მაინც გავაკეთებთ, თუ ამას მნიშვნელობა აქვს. თუმცა, იქნებ ბევრი გვირაბის გაკეთება სჯობს. გვირაბების რაოდენობის პრაქტიკული ლიმიტი არ არსებობს".
დაკვირვებული თვალი მომენტალურად შეამჩნევს, რომ ახალი დიზაინი ჯერ კიდევ 2018 წელს გავრცელებულ კონცეპტ ფოტოებზე ასახულ ტრანსპორტს ძალიან ჰგავს.
ასევე, აღსანიშნავია Tesla-ს წარმომადგენლების მიერ, ივნისში გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც მომავალში კომპანია ფურგონების წარმოებასაც გეგმავს და ასეთი ტრანსპორტი 12-მდე ადამიანს დაიტევს.
კომენტარები