როგორ შეიქმნა Dragon-ის ფუტურისტული კოსტუმები — Space X ვიდეოს ავრცელებს
30 მაისს NASA-ს ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე Space X-ის ხომალდით გაემგზავრნენ. ეს ფრენა ისტორიული იმიტომ იყო, რომ აშშ-ის ეროვნული კოსმოსური სააგენტოს ისტორიაში პირველად, ასტრონავტები დანიშნულების ადგილზე კომერციული ფრენით აღმოჩნდნენ.
აფრენისას ასტრონავტებს Space X-ის მიერ შექმნილი სპეციალური კოსტუმები ეცვათ, რომელიც აქამდე არსებული კოსმოსური სამოსისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. Space X-ის ახალ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ იქმნებოდა ახალი ტიპის კოსტუმი და როგორ ეწყობა ის კოსმოსურ ხომალდს ფუნქციურად და ესთეტიკურად.
ვიდეოში Space X-ის წარმომადგენლები, კრის ტრიგი და მარია სუნდინი Space X-ის კოსტუმის ისტორიას განიხილავენ და მოგვითხრობენ პროცესზე, რომელმაც კონცეპტუალური დიზაინი რეალობად აქცია. Space X-ის ხომალდით გაფრენილი ასტრონავტები დედამიწაზე იმავე კოსტუმებით დაბრუნდებიან.
ვიდეოში ტრიგი აღნიშნავს, რომ კოსტუმი ხომალდის გაგრძელებაა. ის დეტალურად საუბრობს ჩაფხუტის დიზაინზე და სპეციალურ ხელთათმანებზე, რომელებიც წნევას ინარჩუნებენ და Dragon-ის სენსორულ საკონტროლო პანელთან ინტერაქციას ამარტივებენ.
Space X-ის ასტრონავტების გადამყვანი მოდული დედამიწაზე 2 აგვისტოს დაეშვება.
კომენტარები