ნასამ SpaceX-ით გაგზავნილი ასტრონავტების დედამიწაზე დაბრუნების თარიღი აარჩია
30 მაისს SpaceX-მა ამერიკელი ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე (ISS) მიიყვანა. ეს გაფრენა ისტორიული იმითაც იყო, რომ 2011 წელს აშშ-ის კოსმოსური შატლის პროგრამის დასრულების შემდეგ ეს ხომალდის კოსმოსში ამერიკის მიწიდან გაგზავნის პირველი შემთხვევა იყო.
NASA-ს ასტრონავტებმა, ბობ ბენკენმა და დაგ ჰარლიმ, ფუტურისტული შესახედაობის ხომალდს, Crew Dragon-ს კი უნაკლოდ უპილოტეს, თუმცა მისია, არაფორმალური სახელით Demo-2, ჯერ ნამდვილად არ დასრულებულა.
ორივე ასტრონავს იმავე კაფსულით მოუწევს პლანეტაზე დაბრუნება და NASA-მ, როგორც იქნა, ამ მოგზაურობის თარიღი დაასახელა: Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს 1 აგვისტოს გამოეყოფა.
გეგმის თანახმად, კაფსულა ISS-დან განპირაპირდება, დედამიწის ატმოსფეროში შეიჭრება და ატლანტის ოკეანეში ჩაეშვება, საიდანაც მას იქვე მყოფი გემი აიყვანს. მსგავსი მოგზაურობა წინა მისიის ფარგლებში Crew Dragon-ს უკვე შესრულებული აქვს — ოღონდ მაშინ დაშვება უეკიპაჟოდ განხორციელდა.
ამინდის ცვალებადობის გამო კოსმოსური სადგურიდან გასვლის ზუსტი დროის განსაზღვრა შეუძლებელია. თუმცა ამ ეტაპზე ამ პროცედურის დაწყება თბილისის დროით 2 აგვისტოს დილის 4 საათზეა დაგეგმილი.
ISS-ზე 31 მარტს აღმოჩენისთანავე ბენკენს და ჰარლის საქმეები არ მოკლებიათ. მათ კოსმოსში ღია გასვლები განახორციელეს, რომლის დროსაც კოსმოსური სადგურის მზის პანელების მოძველებული ელემენტები ლითიუმ-იონისებით ჩაანაცვლეს.
კომენტარები