ამოუცნობი წრიული ობიექტები კოსმოსში, რომლებიც რადიოტალღებს ასხივებენ — კვლევა
ცოტა ხნის წინ ასტრონომებმა კოსმოსში უცნაური ციური სხეულები შენიშნეს, რომლებიც არაფერ ნაცნობს არ წააგავს. მათ დროებით "უცნაური რადიო წრეები" (ORC) ეწოდათ, რადგან რადიოტალღების სიგრძეებზე მათი დაკვირვებისას სხეულები მბზინავ წრეებს ჰგვანან.
ეს ობიექტები ჩვენგან ძალიან ძალიან შორს არიან, რათ მათ უკეთ გამოკვლევას ართულებს. აღსანიშნავია, რომ ORC-ებს ინფრაწითელი, რენტგენული და ხილული სინათლის გამოსხივება არ აქვთ.
რადიოტალღის სიხშირეზე ORC-ების დაფიქსირება "სამყაროს ევოლუციური რუკის" პროექტის (EMU) ფარგლებში მოხერხდა. აღმოჩენა კი წინა თვეს გამოქვეყნდა. კანადის სამეფოს სამხედრო კოლეჯის ასტრონომის, კრისტინ სპეკენსის თქმით, აღმოჩენა რადიო ასტრონომიაში კვლევის ახალ საგანს აჩენს.
საკვლევი მართლაც კიდევ ბევრია, რადგან ასტრონომებმა, რომლებმაც აღმოჩენა გააკეთეს, ORC-ების შესახებ ამ ეტაპზე არაფერი იციან. კვლევის მიხედვით, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ORC არც სუპერნოვაა, არც პლანეტარული ნებული, არც ვარსკვლავური ფორმაცია და არც რაიმე ტიპის გრავიტაციული ეფექტი.
ერთ-ერთი ვარაუდით, ORC გიგანტური კოსმოსური აფეთქებისგან წარმოქმნილი ტალღაა, რომელიც შორეულ გალაქტიკას ავლებს გარსს. თუმცა, ამ დროისთვის ეს მხოლოდ სპეკულაციაა.
კომენტარები