21 ივნისს მზის წრიული დაბნელება მოხდება
21 ივნისს საოცარი სანახაობის — მზის წრიული დაბნელების მომსწრეები გავხდებით. იგი მაშინ ხდება, როდესაც მთვარე დედამიწისგან ყველაზე შორს მდებარეობს და მზესთან შედარებით ცაზე ბევრად პატარა ჩანს.
ეს მოვლენა 2013 წლის მაისში, დასავლეთ ავსტრალიაში ფოტოგრაფმა კოლინ ლეგმა და ასტრონომიის სტუდენტმა ჯერ სიმსმა აღბეჭდეს.
მზისა და მთვარის მიერ შექმნილი ამ ბეჭდის ნახვა ცენტრალური აფრიკიდან და აზიიდან იქნება შესაძლებელი. ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან — მათ შორის, საქართველოდან — ავსტრალიის ჩრდილოეთ ნაწილის ჩათვლით, დაბნელება ხილული მხოლოდ ნაწილობრივ იქნება.
გიფში მოცემული ჩრდილი განსაზღვრავს, თუ საიდან იქნება დაბნელების სანახევროდ დანახვა შესაძლებელი, ხოლო მოძრავი წერტილი მიგვითითებს, თუ საიდან დაინახავენ მას სრულად. დაბნელების პიკის დროს მთვარე მზის 99.4%-ს დაფარავს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ჯგუფმა ლაივსტრიმი უკვე დაგეგმა და მისი ნახვა ყველასთვის იქნება შესაძლებელი. მზის წრიული დაბნელება ბოლოს 2019 წლის ბოლოს მოხდა და ნამდვილად საოცარი სანახაობა შემოგვთავაზა.
"იგი მხოლოდ ორი წუთი გრძელდება, მაგრამ იმდენად შთამბეჭდავია, რომ მასზე მთელი მომდევნო თვის განმავლობაში შეგიძლია ისაუბრო", — განაცხადა გეოფიზიკოსმა ალექსანდრე ალინმა, რომელიც 2019 წლის დაბნელებას პირადად შეესწრო.
21 ივნისის შემდეგ მომდევნო მზის წრიული დაბნელება 2021 წელს მოხდება, მაგრამ მისი დანახვა მხოლოდ არქტიკიდან იქნება შესაძლებელი.
კომენტარები