NASA და SpaceX კოსმოსურ სადგურზე ეკიპაჟის გაშვებას, სავარაუდოდ, ხვალ შეეცდება
ოთხშაბათს უამინდობის გამო SpaceX-ის Crew Dragon-ის პირველი პილოტირებული ფრენა უამინდობის გამო ვერ განხორციელდა.
გაშვების შემდეგი მცდელობა 30 მაისს, შაბათს, 23 საათსა და 22 წუთზე იქნება.
2011 წლის შემდეგ ეს პირველი მისიაა, რომელმაც ადამიანები ორბიტაზე ამერიკის მიწიდან უნდა გაიყვანოს. 2011 წელს აშშ-ის კოსმოსური შატლის პროგრამა დასრულდა, რის შედეგადაც აშშ-მ ორბიტაზე ადამიანების გაყვანის შესაძლებლობა დაკარგა. ბოლო 9 წლის განმავლობაში NASA კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გასაშვებად რუსულ Soyuz-ზე იყო დამოკიდებული.
გარდა ამისა, მისია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ის პირველი კერძო, კომერციული ხომალდია, რომელსაც ადამიანების კოსმოსში გაყვანა შეუძლია.
ბრიფინგზე ნასას ადმინისტრატორმა ჯიმ ბრიდენსტინმა განაცხადა, რომ ამინდის პროგნოზის გაუარესების შემთხვევაში გაშვება, შესაძლოა, კვირამდე გადაიდოს.
კომენტარები