უამინდობის გამო SpaceX-ის ისტორიული მისია გადაიდო
SpaceX-ის Crew Dragon-ის პირველი პილოტირებული ფრენა უამინდობის გამო ვერ განხორციელდა. ამინდის გაუარესებისას გაშვებამდე დაახლოებით 20 წუთი იყო დარჩენილი.
გაშვების შემდეგი შესაძლებლობა SpaceX-ის 31 მაისს, თბილისის დროით 11 საათსა და 30 წუთზე ექნება.
2011 წლის შემდეგ ეს პირველი მისიაა, რომელმაც ადამიანები ორბიტაზე ამერიკის მიწიდან უნდა გაიყვანოს. 2011 წელს აშშ-ის კოსმოსური შატლის პროგრამა დასრულდა, რის შედეგადაც აშშ-მ ორბიტაზე ადამიანების გაყვანის შესაძლებლობა დაკარგა. ბოლო 9 წლის განმავლობაში NASA კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გასაშვებად რუსულ Soyuz-ზე იყო დამოკიდებული.
გარდა ამისა, მისია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ის პირველი კერძო, კომერციული ხომალდია, რომელსაც ადამიანების კოსმოსში გაყვანა შეუძლია.
NASA-მ კოსმოსური ფრენების კომერციალიზაციის პროგრამა კოსმოსური შატლის მისიის დასრულების შემდეგ დაიწყო, რომლის მიზანიც ორბიტალური ფრენების ხელმისაწვდომობისა და სიხშირის გაზრდაა.
კომენტარები