Terrace — სამსუნგმა ღია სივრცისთვის ახალი 4K ტელევიზორი წარმოადგინა
როდესაც ვსაუბრობთ ტელევიზორებზე, სამსუნგი ამ ინდუსტრიაში ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშეა. კომპანიამ დახურული სივრცეების შემდეგ უკვე გარე პერიმეტრის დაპყრობასაც აპირებს. სამსუნგმა დღეს ახალი ტელევიზორი, სახელად Terrace წარმოადგინა.
Terrace ღია სივრცისთის განკუთვნილი, IP55 სტანდარტის მიხედვით წყალ და მტვერგამძლე ტელევიზორია, რომლის ეკრანის სიკაშკაშე 2000 ნიტს აღწევს, რაც საშუალებას იძლევა გამოსახულება მზის პირდაპირი სხივების შემთხვევაშიც კი კარგად დაინახოთ.
ფასს რაც შეეხება, ის საკმაოდ მაღალია: 55-დიუმიანი ვარიანტი 3 455 აშშ დოლარი ღირს, 65-დიუმიან ვარიანტში კი მყიდველს 4 999 აშშ დოლარის გადახდა მოუწევს, ხოლო ყველაზე დიდი, 75-დიუმიანი მონიტორის ფასი 6 499 აშშ დოლარს შეადგენს. ეს ფასი ჩვეულებრივ QLED 4K და 8K ტელევიზორებზეც კი ბევრად მაღალია.
ახალ ტელევიზორში ჩაშენებულია HDBaseT მიმღები და სამსუნგის თქმით, მისი სრულფასოვანი გამოყენებისთის საჭირო იქნება მხოლოდ კვების წყარო. HDBaseT-ს შესაძლებლობა აქვს 4K გამოსახულება, ხმა და ელ.კვება ერთი და იმავე სადენი გადასცეს.
რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, Terrace სრულად იმეორებს სამსუნგის მაღალი კლასის QLED ტელევიზორის შესაძლებლობებს. ის გამოირჩევა ლოკალური დაჩრდილვით, ფერების გაუმჯობესებული გადმოცემითა და არეკვლის საწინააღმდეგო საფარით. ტელევიზორს გარემოს შესაბამისი ვიზუალური გაფორმების ჩვენებაც შეუძლია, რომელიც მისი გამოყენების არააქტიურ დროს ირთვება.
Terrace-ს საკუთარი ცალკე სპიკერიც მოჰყვება. კომპანიის თქმით, ისიც IP55 სტანდარტით არის დაცული და მასში ერთიანდება მძლავრი და მკაფიო ჟღერადობა, რომელიც სახლის კინოთეატრის ხარისხს შეედრება.
მოკლედ, სოციალური დისტანციის პირობებში ამ ეკრანით გარეთ, ტერასაზე მეგობრებთან ერთად საყვარელი გადაცემის ან ფილმის ყურება მხოლოდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
კომენტარები