გუგლის აპლიკაციამ დღეიდან მუქი რეჟიმის მხარდაჭერა მიიღო
გუგლის მობილურმა აპლიკაციამ დღეიდან გაფორმების მუქი რეჟიმის მხარდაჭერა მიიღო. ანდროიდის და iOS-ის მომხმარებლები ახალი თემის ჩართვას კვირის ბოლოდან შეძლებენ.
აპლიკაციის განახლების შემდეგ მასში მუქი რეჟიმი ოპერაციული სისტემის გაფორმების შესაბამისად შეიცვლება. გუგლში განმარტავენ, რომ ახალი ფუნქცია დღეიდან გავრცელდება, თუმცა გლობალურად მუქი რეჟიმის გამოყენებას მომხმარებლები კვირის ბოლოდან შეძლებენ.
თუ მოწყობილობის ოპერაციულ სისტემას მუქი რეჟიმის მხარდაჭერა ექნება, გუგლის აპლიკაცია განახლების შემდეგ ეკრანის ქვედა ნაწილში მუქ გაფორმებაზე გადართვას შემოგთავაზებთ. iOS 13 და ანდროიდ 10-ის შემთხვევაში აპლიკაციის გაფორმება ოპერაციული სისტემის პარამეტრების შესაბამისად ავტომატურად შეიცვლება.
გაფორმების მუქი რეჟიმის დამატება გუგლის ყველა აპლიკაციაში ნელა, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. Gmail, Google Calendar, Google Fit-ს ადროიდზე და ზოგ შემთხვევაში iOS-ზეც უკვე აქვს მუქი რეჟიმის მხარდაჭერა, თუმცა Google Maps-ის შემთხვევაში iOS-ზე აღნიშნული ფუნქცია ჯერ-ჯერობით მიუწვდომელია.
ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო მეტი ტექნოლოგიური კომპანია ცდილობს საკუთარ პროდუქტებში გაფორმების მუქი რეჟიმის დამატებას, რაც ვიზუალური განსხვავების გარდა მობილური მოწყობილობების ენერგოეფექტურობაზეც დადებითად აისახება.
კომენტარები