ProductHunt: სწრაფი და მარტივი ხელსაწყო ზუმის ზარის ბრენდირებისთვის — Branded Background
სოციალური დისტანცირების პერიოდში ჩვენ სულ უფრო ხშირად გვიწევს ვიდეო ზარებით სარგებლობა. ამ პირობებში კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ონლაინ კონფერენციების ჩატარების დროს მაქსიმალურად იყოს დაცული ბრენდირების მოთხოვნები. აღნიშნული ვებ-აპლიკაციის საშუალებით ზუმის ზარების ბრენდინგი ბევრად გამარტივებულია.
Branded Background-ის საშუალებით თქვენ საშუალება გეძლევათ ატვირთოთ სასურველი ფონი და ლოგო, რომელსაც შემდეგ ზუმის კონფერენციაში გამოიყენებთ.
იმისთვის, რომ დაიწყოთ სერვისის გამოყენება გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია BrandedBackground-ზე, აირჩიეთ სასურველი ფონი და Upload your logo ღილაკით ატვირთეთ თქვენი კომპანიის ლოგო. განათავსეთ ლოგო ფონის სასურველ მონაკვეთში. ამის შემდეგ დააწექით Download Background-ს და ფაილის გადმოწერის შემდეგ ატვირთეთ ახალი ბრენდირებული ფონი ზუმის ფონების ბიბლიოთეკაში.
აღნიშნული ხელსაწყო სრულიად უფასოა და პანდემიის დროს მოგცემთ საშუალებას დაუბრუნდეთ ოფისის გარემოს ან მარტივად დაბრენდოთ კონფერენცია თქვენი კომპანიის ლოგოს გამოყენებით.
კომენტარები