ფეისბუქი Giphy-ს $400 მილიონად ყიდულობს
ფეისბუქი გიფების პლატფორმა Giphy-ს ყიდულობს. გამოცემა Axios-ის ინფორმაციის მიხედვით, კომპანიის შეძენა ფეისბუქს $400 მილიონი დაუჯდება.
მნიშვნელოვანია, რომ გარდა იმისა, რომ Giphy საუკეთესო გიფებს უყრის თავს, მის საძიებო სისტემასა და სტიკერის ფუნქციებს ინსტაგრამზეც შეხვდებით. მომავალში Giphy ინსტაგრამის გუნდის ნაწილი გახდება. გიფების დამატება მომხმარებლებს ჩვეულებრივად შეეძლებათ და Giphy საკუთარ ბრენდინგს შეინარჩუნებს.
ფეისბუქი ამბობს, რომ Giphy-ის ტექნიკურ განვითარებაში დამატებით ინვესტიციას ჩადებს და ურთიერთობებს დეველოპერებთან და მომხმარებლებთან კიდევ უფრო განამტკიცებს. კომპანიის თქმით, Giphy-ის ტრაფიკის 50% ისედაც ფეისბუქის აპლიკაციებზე მოდის (იგულისხმება ინსტაგრამი, მესენჯერი, თვითონ ფეისბუქი და WhatsApp).
Giphy 2013 წელს შეიქმნა, როგორც გიფების საძიებო სისტემა. Giphy სულ მალე თავსებადი გახდა ფეისბუქთან, შემდეგ კი — ტვიტერთან.
კეთილი იყოს შენი მობრძანება ოჯახში — ნათქვამია ფეისბუქის განცხადებაში.
კომენტარები