Chan Zuckerberg Initiative კორონავირუსის საკვლევ ფონდში $25 მილიონს რიცხავს
The Chan Zuckerberg Initiative (CZI) ფეისბუქის აღმასრულებელი დირექტორისა და მისი ცოლის ფილანტროპული ორგანიზაციაა. მათი გადაწყვეტილებით CZI $25 მილიონით დააფინანსებს COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილ ფონდს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტზე მუშაობს.
ფონდი COVID-19-ის აქსელერატორს დააფინანსებს, რაც დაგვეხმარება საკვლევი ძალების კოორდინირებასა და ახალი მედიკამენტებისა თუ მეთოდების შემუშავებაში. აქსელერატორი უკვე $125 მილიონითაა დაფინანსებული, ეს თანხა ბილ და მელინდა გეიტსებმა, ჯანდაცვის ფონდმა Wellcome-მა და Mastercard-მა გაიღეს.
CZI-ს თქმით, ისინი $20 მილიონს აქსელერატორის დასაფინანსლებად გაიღებენ, ხოლო დანარჩენ 5 მილიონ დოლარს კი სამომავლო საჭიროებებს მოახმარებენ.
აქსელერატორი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და სხვა კერძო კომპანიებთან ერთად იმუშავებს.
კომენტარები