მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კორონავირუსთან საბრძოლველად TikTok-ზე გამოჩნდა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ცნობილ პლატფორმას, TikTok-ს შეუერთდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი სოციალურ ქსელში ხშირად გავრცელებლი არასწორი და ცრუ ინფორმაციაა. Tik-Tok-ის მომხმარებელთა დიდი ნაწილი ასაკით პატარაა, მათი შეცდომაში შეყვანა კი მარტივია.
"არსებობს რამდენიმე საშუალება იმისათვის, რომ დაიცვათ თქვენი თავი დაინფიცირებისაგან და ასევე დაიცვათ სხვებიც, რათა ვირუსი ფართოდ არ გავრცელდეს" — აცხადებს ბენედეტა ალეგრანზი, ინფექციების პრევენციის განყოფილების ხელმძღვანელი.
ვიდეოში ასევე ახსნილია თუ რა ზომები უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ მეტად დაცულები ვიყოთ — სასურველია ხელების ხშირად დაბანა, დაცემინებისას იდაყვის ან ნაჭრის აფარება, ასევე სასურველია, რომ მოერიდოთ კონტაქტს სიცხიან ადამიანებთან და მათთან, ვისაც აქვს ხველა.
კომენტარები