iPhone 9 — სმარტფონი, რომელსაც არავინ ელოდა, ინტერნეტში გამოჩნდა
2019 წლის მანძილზე მუდმივად მიდიოდა ლაპარაკი იმაზე, რომ Apple აიფონის კომპაქტურ ვარიანტს შემოგვთავაზებდა, რომელიც ეფლის SE ხაზს გააგრძელებდა.
თუმცა, როგორც ირკვევა, ეფლი iPhone 9-ის გამოშვებას აპირებს. დიახ, სწორედ ასე ერქმევა ახალ კომპაქტურ აიფონს, რომელიც დიზაინით iPhone 8-ს ძალიან ჰგავს. თუმცა არის განსხვავებებიც, მაგალითად, კამერის ჭრილი, რომელიც iPhone 11-ის ჭრილის მსგავსია.
ინფორმაცია და ფოტოები ამის შესახებ OnLeaks-მა გაავრცელა, რაც ნამდვილად გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ეფლი ასეთ სმარტფონს მართლაც გამოუშვებს.
სმარტფონის ეკრანი 4,7-ინჩიანი იქნება. ყველაზე უცნაური წინა პანელზე არსებული ჩარჩოებია, რომელიც 2016 წელში გვაბრუნებს. აქვე ვხვდებით კიდევ უფრო მოძველებულ თითის ანაბეჭდის სენსორსაც.
გავრცელებული ინფორმაციით, სმარტფონის ზომები 138.5 x 67.4 x 7.8 მმ იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის iPhone 8-ზე უმნიშვნელოდ სქელია. როგორც მოსალოდნელია, სმარტფონი A13 Bionic პროცესორზე იმუშავებს, 3 GB ოპერატიულ მეხსერებასთან ერთად.
ეფლი Type C სადენზე გადასვლას ისევ არ აპირებს, რაც ნამდვილად დიდი მინუსია.
ახალი iPhone-ის გამოსვლამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ 64GB-იანი ვერსიის საწყისი ფასი $399 იქნება.
კომენტარები