ილონ მასკი ტესლას აქციების ფასის ზრდას ხუმრობით გამოეხმაურა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
მას შემდეგ რაც ტესლას ერთი აქციის ფასმა 420$ მიაღწია, ილონ მასკმა თავისი სახელი მარიხუანას კიდევ ერთხელ დაუკავშირა.
4/20, ანუ 20 აპრილი მსოფლიოში "მარიხუანის დღედ" ითვლება. მასკმა ტვიტში თქვა, რომ აქციების ფასი "გაფრინდა" და მიანიშნა, რომ ის $420-ს გადასცდა. ინტერნეტში ამ რიცხვს კანაფის კულტურის აღსანიშნავად ხშირად იყენებენ.
მასკისა და მარიხუანის ურთიერთობა ცოტა დრამატულია, 2018 წლის სექტემბერში ჯო როგანთან კანაფის დაგემოვნების შემდეგ ტესლას აქციების ფასმა მომენტალურად დაიკლო, მეტიც, ამ საქციელის გამო მასკი ტესლას თავმჯდომარობიდან გაათავისუფლეს.
ამავე თემაზე:
კომენტარები