Android 11 ოთხ გიგაბაიტზე დიდი ვიდეოს გადაღების უფლებას მოგვცემს
რამდენმა თქვენგანმა იცოდა, რომ ანდროიდი 4 გიგაბაიტზე დიდ ვიდეოს არ იღებს? — ალბათ ბევრმა არა, თუმცა ზომის ეს შეზღუდვა უკვე დიდი ხანია არსებობს.
ეს ყველაფერი შეიძლება Android 11-ში გამოსწორდეს. სიმართლე რომ ვთქვათ, მაშინ, როდესაც სმარტფონების უმეტესობას უკვე შუძლია გადაიღოს 4K ვიდეო წამში 30 ან 60 კადრით, ასეთი შეზღუდვა საკმაოდ გამაღიზიანებელია. სმარტფონების სამყარო იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ სულ მალე ალბათ 8K ვიდეოს გადაღების საშუალებაც გვექნება და ასეთ შემთხვევაში ვიდეო ფაილი 4 გიგაბაიტს ძალიან მალე მიაღწევს.
ეს შეზღუდვა პირველად 2014 წელს ამოქმედდა და ამის მიზანი ის იყო, რომ გადაღებისას სმარტფონი არ გადახურებულიყო. თუმცა დღეს ეს პრობლემა აღარ არსებობს.
Android 11-ის პირველი ბეტა ანაწყობი, თუკი გუგლი თავის ტრადიციას არ უღალატებს, მარტში უნდა გამოჩნდეს.
კომენტარები