გერმანიაში, ბელგიასა და ნიდერლანდებში ტემპერატურის რეკორდები მოიხსნა
ევროპაში ტემპერატურული რეკორდები კიდევ ერთხელ იხსნება.
ოთხშაბათს ნიდერლანდების მეტეოროლოგიურმა ინსტიტუტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ყველა დროის ტემპერატურული რეკორდი, 38,8 ცელსიუსი დაფიქსირდა.მსგავსი მდგომარეობაა ბელგიაშიც, სადაც, ბელგიის სამეფო მეტეოროლოგიური ინსტიტუტის თქმით, ტემპერატურამ 39,9 ცელსიუსს მიაღწია. გერმანიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა კი ისტორიაში ყველაზე მაღალი, 40,5 ცელსიუსი დააფიქსირა.
გერმანიის ამინდის სააგენტომ განაცხადა, რომ ამ რეკორდმა, შესაძლოა, მხოლოდ ერთი დღე გაძლოს. რადგან ქვეყანაში კიდევ უფრო მაღალ ტემპერატურებს ელიან.
დედამიწაზე სითბური ტალღები ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა ფონური ტემპერატურის მუდმივი ზრდა სითბურ ტალღებს უფრო აძლიერებს.
"გლობალური ტემპერატურები კლიმატის ცვლილების გამო იმატებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროპას უფრო და უფრო ძლიერი სითბური ტალღების გადატანა მოუწევს. კლიმატის ცვლილება ასეთი მოვლენების მოხდენის შანსებს აორმაგებს", — აცხადებს რიდინგის უნივერსიტეტის კლიმატური მეცნიერი ლენ შეფრი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 519 წლის განმავლობაში ევროპაში ხუთი ყველაზე ცხელი ზაფხული 2018, 2016, 2010, 2003 და 2002 წლებში დაფიქსირდა.
კომენტარები