ყველაფერი, რაც Galaxy Note 10-ის შესახებ ვიცით
Samsung ახალი Note 10-ის წარდგენას 7 აგვისტოს გეგმავს. ამ თარიღის მოახლობასთან ერთად ახალი ფლაგმანის შესახებ ინტერნეტში უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია ჟონავს.
გავრცელებული ინფორმაციით 7 აგვისტოს სამსუნგი Note 10-სა და Note 10 Plus-ს წარადგენს, რომლებსაც, შესაბამისად, 6,3 და 6,8-ინჩიანი ეკრანები ექნებათ. WinFuture-ზე დაყრდნობით, 6,8-ინჩიანი Note 10 Plus 6,3-ინჩიანი ეკრანის მქონე Galaxy Note 9-ის ზომის იქნება, როგორც ცნობილია სამსუნგმა ამას სმარტფონის ჩარჩოების ზომაში შემცირებით მიაღწია.
Note 10 Plus-ს Note 10-სგან განსხვავებით microSD ბარათის მხარდაჭერაც ექნება. აღსანიშნავია, რომ ყურსასმენის 3,5-მილიმეტრიანი ჯეკი არც ერთ მოდელს არ ექნება. სამსუნგი ასევე გეგმავს, რომ დატენვის სისწრაფე მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს. ორივე მოდელს სადენით 45-ვატიანი დატენვის მხარდაჭერა ექნება, სამსუნგის უსადენო დამტენის გამოყენების შემთხვევაში კი მოდელები 20 ვატის სიმძლავრით დაიტენება. ორივე მოდელი, რეგიონის მიხედვით, Snapdragon 855+-ით ან სამსუნგის 7-ნანომეტრიანი Exynos 9825-ით იქნება აღჭურვილი. ორივე სმარტფონს სამი, 12-მეგაპიქსელიანი ფართო, 16-მეგაპიქსელიანი "ულტრაფართო" და 12-მეგაპიქსელიანი ტელეფოტო კამერა ექნება. Note 10 Plus-ს ასევე ექნება ToF სენსორი, რომელიც კამერასა და ობიექტს შორის მანძილს აღიქვამს.
გავრცელებული ინფორმაციით ახალ ფლაგმანებს ფუნქცია Air Gestures დაემატება, რომლის დახმარებითაც სამსუნგის სტილუსით ტელეფონის მართვას ეკრანზე პირდაპირი შეხების გარეშეც შეძლებთ.
კომენტარები