ფეისბუქი Messenger-ს, WhatsApp-ს და Instagram-ის ჩეთს "გააერთიანებს"
ფეისბუქი გეგმავს, რომ მესენჯერს, ინსტაგრამსა და Whatsapp-ს შორის კომუნიკაცია შესაძლებელი გახადოს.
თითოეულ პლატფორმას საკუთარი დამოუკიდებელი აპლიკაცია კვლავ შეუნარჩუნდება, თუმცა, The New York Times-ის ცნობებზე დაყრდნობით, ფეისბუქი აპლიკაციების ინფრასტრუქტურის განახლებით მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, რომ, მაგალითად, Messenger-იდან შეტყობინებები მეგობარს Whatsapp-ში გაუგზავნონ, ან პირიქით.
შესაბამისად ადამიანები ფეისბუქის მხოლოდ ერთ-ერთი სერვისის გამოყენებით შეძლებენ დაუკავშირდნენ მათ, ვინც კომპანიის სხვა სერვისს იყენებს. როგორც ცნობილია, აპლიკაციებს შორის კომუნიკაცია დაშიფრულად მოხდება, რაც მომხმარებლების უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანია.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანში შეიძლება ველოდოთ აღნიშნულ ცვლილებებს.
სამი სხვადასხვა აპლიკაციის ჩეთის გაერთიანებით ფეისბუქი იმედოვნებს, რომ ისინი კომპანიის სერვისებს უფრო გამოყენებადს გახდიან. აღნიშნულ "ეკოსისტემაში" უფრო მეტი ადამიანის ჩართვა კი მათ თავისმხრივ საშუალებას მისცემს, რომ აღნიშნულ სერვისებში რეკლამის განთავსების მსურველებს უკეთესი პირობები შესთავაზონ.
ამჟამად ფეისბუქი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია, საკუთარი სერვისების გაერთიანებით კი ის ამ სფეროში არსებულ სხვა კომპანიებს, მაგალითად, Google-სა და Apple-ს კონკურენციას კიდევ უფრო ეფექტურად გაუწევს.
კომენტარები