რუსეთმა ორბიტაზე გაურკვეველი წარმოშობის ობიექტი გაუშვა
30 ნოემბერს რუსეთის ჩრდილოდასავლეთში არსებული პლესეცკის კოსმოდრომიდან რაკეტა გაეშვა, რომელმაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, ორბიტაზე სამი სამხედრო თანამგზავრი გაიყვანა.
თუმცა, ჩნდება ეჭვი, რომ რაკეტაზე კიდევ ერთი, მეოთხე თანამგზავრიც იყო
ანატოლი ზაკი, რომელიც RussianSpaceWeb-ის ჟურნალისტია აცხადებს, რომ ჩრდილოეთ ამერიკის ატმოსფერული თავდაცვის საჰაერო ცენტრმა გაშვების შემდეგ ორბიტაზე ხუთი ახალი ობიექტი დააფიქსირა, რომელთაგანაც ერთ-ერთი, რაკეტის ამაჩქარებელია, თუმცა, ზაკი აცხადებს, რომ მეოთხე ობიექტი შესაძლოა მანევრირებადი თანამგზავრი იყოს.
მანევრირებად თანამგზავრებზე საუბარს ოთხი წლით უკან მივყავართ, როდესაც რუსეთმა ორბიტაზე უცნობი თანამგზავრი გაუშვა, რომელსაც "Object 2014-28E-ს" სახელით ვიცნობთ. გაშვების შემდეგ მალევე აშშ-სა და რუსეთში მყოფმა მოყვარულმა ასტრონომებმა Object 2014-28E-ის უჩვეულო აქტიურობა შეამჩნიეს. მათ დააფიქსირეს, რომ ობიექტი სხვა თანამგზავრებს უახლოვდებოდა და შემდეგ კვლავ შორდებოდა. თავდაპირველად ობიეტს კოსმოსური "ნაგვის" კლაფისიკაცია ჰქონდა, თუმცა, შემჩნეული აქტივობების შედეგად აშშ-მ ობიექტი თანამგზავრად აღრიცხა.
თუმცა, სანამ რაიმე დასკვნებს გავაკეთებდეთ, უმჯობესია ალტერნატივებიც განვიხილოთ.
გამორიცხული არ არის, რომ ატმოსფეროს ზედა ფენებში რაკეტას პრობლემები შექმნოდა და ნაწილებად დაშლილიყო, რაც ორბიტაზე დამატებითი ობიექტების დაფიქსირებას გამოიწვევდა.
თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსული მხარის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც რაკეტის გაშვებას ეძღვნება, რაიმე გაუმართაობა ან შექმნილი შესაძლო პრობლემები ნახსენები არ არის.
რუსული გამოცემა Kommersant-ის თქმით, მეოთხე ობიექტი სინამდვილეში უფუნქციო თანამგზავრი იყო, რომელმაც რაკეტაზე დარჩენილი თავისუფალი ადგილი შეავსო, რადგან თანამგზავრი, რომლის გაშვებაც თავდაპირველად იყო დაგეგმილი, დასრულებული არ იყო.
აღნიშნული საკითხის გარშემო გაურკვევლობა და დაბნეულობა გასაკვირი არ არის. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც რუსეთს ორბიტაზე საეჭვო თანამგზავრების გაგზავნა დაბრალდა.
გარდა Object 2014-28E-ისა, დიდი ყურადღება მიიპყრო 2014წ წლის მაისში გაშვებულმა Kosmos 2499-მაც, რომელიც ასევე უჩვეულო მანევრებით ხასიათდება.
ადამიანების ნაწილი მიიჩნევს, რომ გაურკვეველი ობიექტები რუსეთის ანტი-თანამგზავრული პროგრამის ნაწილია, რომლის მიზანიც კონკურენტი ქვეყნების თანამგზავრების განეიტრალებაა. რუსეთი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. დღემდე არავინ იცის, რა იყო Object 2014-28E ან რას აკეთებდა ის ორბიტაზე.
"ყველა თანამგზავრი, რომელსაც მანევრირება შეუძლია, პოტენციურად შეიძლება იარაღი იყოს, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მანევრირებადი თანამგზავრი იარაღია", - აცხადებს აშშ-ს საზღვაო ბრძოლის კოლეჯის ეროვნული უსაფრთხოებების პროფესორი ჯოან ჯონსონ-ფრისი.
კომენტარები