საზოგადოებებში სხვადასხვა საკითხზე ცრუ ინფორმაცია ადვილად ვრცელდება. გამონაკლისი არც ადამიანის ორგანიზმია, რომლის შესახებაც უამრავი მცდარი წარმოდგენა არსებობს.

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ალკოჰოლი ორგანიზმს ათბობს, ან ეთანხმებით მე-20 საუკუნეში გავრცელებულ ცრურწმენას, რომ ახალდაბადებული ბავშვები ტკივილს ვერ გრძნობენ, თქვენ ცდებით, ეს კი საზოგადოებაში გავრცელებული ცრურწმენების შედეგია.

დღეისათვის, არასწორი ფაქტების გავრცელება ინტერნეტის საშუალებით ისეთი ადვილია, როგორც არასდროს.

საბედნიეროდ, ისევ ინტერნეტის წყალობით, ჩვენ მიღებული ინფორმაციის გადამოწმებაც შეგვიძლია.

ქვემოთ მოცემულია რვა მითი ადამიანის სხეულის შესახებ, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება.

1. თქვენი თითის ანაბეჭდები სრულად უნიკალურია

ფოტო: Public Domain

უკვე ერთ საუკუნეზე მეტია, რაც თითის ანაბეჭდები კრიმინალურ გამოძიებებში დიდ როლს თამაშობს. ადამიანების ამოსაცნობად ანაბეჭდების გამოყენება მაშინ დაიწყო, როდესაც 1888 წელს შოტლანდიელმა მეცნიერემა ჰენრი ფოლდსმა თითის ანაბეჭდების უნიკალურობის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.

ახლა, არასწორ ადგილას მოხვედრილი თითის ანაბეჭდის საფუძველზე, შესაძლოა დამნაშავედ გცნონ. თუმცა, ჩვენ არ შეგვიძლია სრულად დავამტკიცოთ, რომ ყველა ადამიანის თითის ანაბეჭდი იდენტურია.

"შეუძლებელია იმის დამტკიცება, რომ ორი ერთნაირი თითის ანაბეჭდი არ არსებობს. მართალია, რომ ამის შანსი დაბალია, თუმცა ასევე დაბალია ლატარიის მოგების ალბათობაც, თუმცა ხალხი ლატარიის ბილეთებს ყოველ კვირას ყიდულობს", - აცხადებს დიდი ბრიტანეთის სასამართლოს ექსპერტიზის მარეგულირებელი მაიკ სილვერმენი.

თუ ადამიანები თითის ანაბეჭდებს უშეცდომო ჭეშმარიტებად თვლიან, ამას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს. 2005 წელს, კალიფორნიის უნივერსიტეტის კრიმინოლოგმა საიმონ კოულმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც აღწერილია აშშ-ს სასამართლოებში მომხდარი 22 შემთხვევა, როდესაც თითის ანაბეჭდებზე დაყრდნობით გაგეკებული დასკვნები მცდარი იყო.

2. "ენის დაკეცვის" უნარი გენეტიკურად გადაეცემა

ფოტო: Gideon Tsang/Flickr

1940 წელს გენეტიკოსმა ალფრედ სტურტევანტმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც ის ირწმუნებოდა, რომ ენის დაკეცვის უნარი შთამომავლობას გენეტიკურად გადაეცემა.

12 წლის შემდეგ, გენეტიკოსმა ფილიპ მეტლოკმა აღნიშნული კვლევა 33 იდენტური ტყუპის შესწავლის შემდეგ გააქარწყლა, რომელთა შორისაც მან აღმოაჩინა ტყუპების შვიდი წყვილი, რომლიდანაც ერთ-ერთი ენის დაკეცვას ახერხებდა, მეორე კი ვერა.

ჩვენ ვიცით, რომ იდენტური ტყუპები გენებით ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან, შესაბამისად, კვლევის შედეგების გათვალისწინებით ენის დაკეცვის უნარი გენეტიკაზე დამოკიდებული არ შეიძლება იყოს.

აღნიშნულმა ლეგენდამ ადამიანებში შესაძლოა უსაფუძვლო სტრესი გამოიწვიოს, ევოლუციური ბიოლოგი ჯონ მაკდონალდის თქმით, ის ხშირად იღებდა წერილებს ბავშვებისგან, რომლებიც ენის დაკეცვას ვერ ახერხებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს უნარი მათ მშობლებს გააჩნდათ - ბავშვები ფიქრობდნენ, რომ ისინი მათი მშობლების ბიოლოგიური შვილები არ იყვნენ.

3. ადამიანს მხოლოდ ხუთი გრძნობა აქვს

ფოტო: DrAfter123

ბავშვებს ხშირად ასწავლიან, რომ მათ აღქმის ხუთი გრძნობა აქვთ - სმენა, მხედველობა, გემო, შეხება და სუნი. ეს შეხედულება არისტოტელეს ეკუთვნის, რომელმაც აღნიშნულ საკითხზე ქრისტესშობამდე მესამე საუკუნეში დაწერა.

რეალურად თქვენ ხუთზე ბევრად მეტი გრძნობა გაქვთ. მეცნიერებს ზუსტი რიცხვის დასახელებას უჭირთ, მაგრამ პასუხი დაახლოებით 22-დან 33-მდე მერყეობს. მათ შორის არის ეკვილიბრიოცეფცია (წონასწორობის შეგრძნება), თერმოცეფცია (ტემპერატურის შეგრძნება), ნოციცეფცია (ტკივილის შეგრძნება), პროპრიოცეფცია (მოძრაობის შეგრძნება) და სხვა.

ეს "დამატებითი" გრძნობები ჩვენი სიცოცხლისთვის აუცილებელია, მაგალითად, წყურვილის შეგრძნება ჩვენ გაუწყლოებისგან გვიცავს. არსებობს იშვიათი დაავადება - ადიფსია, რომლის დროსაც ადამიანს წყურვილის შეგრძნება არ აქვს. ეს კი ზოგჯერ სიკვდილითაც შეიძლება დასრულდეს.

4. მთვარეული არ უნდა გააღვიძოთ

ამ ეტაპზე არავინ იცის რა იწვევს სომნაბულიზმს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მოსახლეობის შვიდ პროცენტს ის ცხოვრებაში ერთხელ მაინც ემართება.

რა უნდა ქნათ თუ ღამით მთვარეულს წააწყდებით?

ამ საკითხზე უამრავი მითი არსებობს, ენსილვანიაში არსებული ლანკენაუს საავადმყოფოს ფსიქოლოგი და ძილის სპეციალისტი მარკ პრესმანი აცხადებს, რომ აღნიშნული ცრურწმენა მაშინ წარმოიშვა, როდესაც ადამიანებს მიაჩნდათ, რომ ძილისას ადამიანის სული სხეულს ტოვებდა. მისი გაღვიძების შემდეგ კი, შესაბამისად, მთვარეულს "უსულო" ცხოვრებისთვის ვწირავდით.

დროის განმავლობაში მთვარეულის გაღვიძების შესახებ არსებულმა მითებმა ცვლილებები განიცადა, ამჟამად რამდენიმე გავრცელებული აზრის მიხედვით, მთვარეულის გაღვიძებამ შესაძლოა გულის ინფარქტი ან ფსიქოლოგიური აშლილობა გამოიწვიოს.

პრესმანის თქმით, მთვარეულს გაღვიძებით არაფერს ვნებთ, თუმცა ეს შეიძლება რთული იყოს. ამავდროულად, დაუშვებელია, რომ მთვარულს თავისუფლად გადაადგილების საშუალება მივცეთ - მათ შეიძლება უნებლიედ საკუთარი თავი დაიზიანონ. ყველაზე კარგი გამოსავალი, ამ შემთხვევაში, მათი უკან საწოლამდე ნელა მიცილებაა.

5. საღეჭი რეზინი ორგანიზმში წლების განმავლობაში რჩება

ლეგენდის მიხედვით, გადაყლაპული საღეჭი რეზინები ჩვენს ორგანიზმში წლობით რჩება. ამ მითის წარმომავლობა უცნობია, თუმცა მისი გაქარწყლება ძალიან ადვილია.

საღეჭი რეზინა იმიტომ არის ღეჭვადი, რომ ის ხელოვნურ რეზინს შეიცავს, რომლის მონელებაც ჩვენს ორგანიზმს არ შეუძლია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გადაყლაპული საღეჭი რეზინი ჩვენს კუჭ-ნაწლავის სისტემას ვერ გაივლის.

თუმცა, თუ თქვენ ერთდროულად რამდენიმე დიდი ზომის საღეჭ რეზინს გადაყლაპავთ, ამან პრობლემები შესაძლოა მართლაც გამოიწვიოს. ამიტომ უმჯობესია, რომ საღეჭი რეზინი დანიშნულებისამებრ მოიხმაროთ და მის გადაყლაპვას მოერიდოთ.